საფრანგეთში მატჩი 50 წუთით გვიან დაიწყო, მიზეზი კი "ბეშიქთაშის" ფანების აგრესიული საქციელი გახდა, რომლებმაც სტადიონზე არეულობა მოაწყვეს. მეორე იარუსიდან თურქმა ფანებმა გულშემატკივრებისკენ შაშხანებისა და სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს. გულშემატკივართა ნაწილი კი თავდაცვის მიზნით მოედანზე შევარდა.
ამის მიუხედავად სიტუაცია საბოლოოდ დარეგულირდა და მატჩი "ლიონის" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. რაიან ბაბელმა თურქული გუნდი წინ გაიყავანა, თუმცა ტორისომ და მორელმა "ლიონს" მოაგებინეს.
"აიაქსმა" დევი კლასენის დუბლით "შალკე" დაამარცხა.
"ანდერლეხტსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მატჩი ფრედ დასრულდა. ჰენრიხ მხითარიანის გოლის შემდეგ მასპინძლებმა ლეანდერ დენდორკერის გოლით გაათანბრეს.
"სელტამ" შინ "გენკი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ბოეტიუს გოლის შემდეგ ესპანელებმა სამი გოლი გაიტანეს. თავი გამოიჩინეს სისტომ, ასპასმა და გუდეტიმ. ტომას ბუფელმა კი სხვაობა შეამცირა.
საპასუხო მატჩები 20 აპრილს ჩატარდება.