ჯანო ანანიძეს "აიაქსთან" არ უთამაშია

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა" ევროპის ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ამსტერდამის "აიაქსი" დაამარცხა - 1:0, ერთადერთი გოლი მოსკოველთა კაპიტანმა ალექსმა გაიტანა. ჯანო ანანიძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

"აიაქსი" მატჩში მეტწილად უტევდა და "სპარტაკს" კარში დარტყმების რეაოდენობით მნიშვნელოვნად აჯობა.

ჰოლანდიელებმა კარისკენ 20-ჯერ დაარტყეს (10 კარში წავიდა), მაშინ როცა სპარტაკელებმა კარში სულ სამჯერ დაარტყეს. თუმცა მოსკოველთა მეკარეს, ანდრეი დიკანს შეცდომა არ დაუშვია, ალექსმა კი 57-ე წუთზე გოლი გაიტანა.





.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული