ბალოტელის ”დინამოსთან” მატჩის დროს სახე გაუსივდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს მარიო ბალოტელის "კიევის "დინამოსთან" ევროპის ლიგის გასვლითი მატჩის დროს სახე გაუსივდა. როგორც თამაშის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, ფეხბურთელს ალერგიული რეაქცია დაეწყო.

მანჩინის თქმით, ბალოტელის მეორე ტაიმში სათამაშოდ გამოსვლა არ სურდა. შესვენების შემდეგ გუნდი მოედანზე თავდამსხმელის გარეშე გამოვიდა, მაგრამ შემდეგ ის პარტნიორებს შეუერთდა. თუმცა "ზუსტად ათ წამში" მას სახე გაუსივდა და მანჩინის ფორვარდის გამოცვლა მოუხდა.

უეფას ოფიციალური საიტის მონაცემებით, ბალოტელი 58-ე წუთზე შეცვალეს. მის ნაცვლად მოედანზე არგენტინელი კარლოს ტევესი გამოვიდა.

ევროპის ლიგის 1/8 ფინალის
პირველი მატჩი კივეის "დინამოსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის კიეველთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ანდრეი შევჩენკომ და ოლეგ გუსევმა გაიტანეს. საპასუხო მატჩი მანჩესტერში 17 მარტს გაიმართება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული