"აიაქსის" ფეხბურთელებმა "სპარტაკთან" წაგება ახსნეს

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელებმა, სიმ დე იონგმა და იან ვერტონგენმა ევროპის ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში მოსკოვის "სპარტაკთან"(0:1), წაგება ახსნეს.

დე იონგის თქმით, "აიაქსმა" საგოლე მომენტების უხეირო რეალიზაციის გამო წააგო. ვერტონგენმა კი დასძინა, რომ ამსტერდამული კლუბი გაშვებული გოლის შემდეგ დაიბნა.

დე იონგმა აღნიშნა, რომ მას შესვენებამდე გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოახერხა. მისი თქმით, "სპარტაკის" მეკარემ ანდრეი დიკანმა "ბრწყინვალედ" ითამაშა. ამასთან, "აიაქსის" მოთამაშემ აღნიშნა, რომ მის გუნდს 1/4 ფინალში გასვლის შანსი დარჩა და ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.

ვერტონგენმა თქვა, რომ "აიაქსს" მოსკოვში მოგება შეუძლია, თუკი წინაანდელ შეცდომებს არ გაიმეორებს. მოთამაშის თქმით, ამსტერდამულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის მსვლელობას მთლიანად აკონტროლებდა.

ჰოლანდიელებმა მოსკოველთა კარის მიმართულებით 20-ჯერ დაარტყეს, მაშინ როცა "სპარტკმა" "აიაქსის" კარისკენ სულ სამჯერ დაარტყა. ერთადერთი გოლი ალექსმა 57-ე წუთზე გაიტანა.

საპასუხო თამაში "ლუჟნიკის" სტადიონზე 17 მარტს გაიმართება.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული