მოსკოვში "სპარტაკი" "აიაქსთან" მატჩში დაახლოებით 40 ათასი გულშემატკივრის მხარდაჭერას ელის. პირველ მატჩში ლამის სულ ჰოლანდიური კლუბი უტევდა, გოლი კი რუსულმა გაიტანა. ასე რომ, მეორე მატჩის წინ ფავორიტი უკვე "სპარტაკია". პირველ შევხედრაში ევროთასებს შემორჩენილი ერთადერთი ქართველი ჯანო
ფრანკ დე ბური (აიაქსი): "ახლა უკვე "სპარტაკია" ფავორიტი. 70% მათია, 30 - ჩვენი. თუმცა ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ. ამსტერდამში ორ ათეულამდე საგოლე შანსი შევქმენით, მაგრამ ერთი გოლიც ვერ გავიტანეთ. დარწმუნებული ვარ, შანსები რუსეთშიც გვექნება, მთავარია, ისინი გამოვიყენოთ".
ვალერი კარპინი (სპარტაკი): "გპირდებით, რომ ძალიან დიდი სხვაობა იქნება იმ გუნდს, რომელმაც "როსტოვთან" ითამაშა და იმას შორის, რომელიც ხუთშაბათს გავა მოედანზე. ფსიქოლოგიური პრობლემები ბიჭებს "როსტოვთან" 0:4-ის შემდეგ არა აქვთ".
ცსკა-ს საშინაო მარცხის მიუხედავად პორტუგალიაში 3 ათასი ფანი გაყვა. ფრთხილობს "პორტუს" ახალგაზრდა თავკაცი ანდრე ვილას-ბოასიც ფრთხილობს: "ცსკა ძალიან სახიფათო მეტოქეა, მაგრამ ჩვენი კლასი მეტოქეს კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ. სამწუხაროა, რომ საკუთარი ფედერაცია ანგარიშს არ გვიწევს და ორშაბათს გვათამაშა. ახლა რუსებს ერთი დღით მეტი გამოუვიდათ დასვენება", - გეცნოთ ალბათ სტილი - ჟოზე მოურინიოს ყოფილი ასისტენტს ბევრ რამეშე ამგვანებენ მას, პირველ რიგში ნიჭში, თუმცა კალენდარზეც ბუზღუნიც გადაუღია მასწავლებლისგან.
"ზენიტის" თავკაც ლუჩანო სპალეტის ეიმედება, რომ 0:3 მარცხის მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე სწორედ მისი გუნდი გავა: "მე ძლიერი ფსიქოლოგი ვარ და ყოველთვის რეალისტად ვრჩები. ბიჭებს ერთი სული აქვთ, როდის იძიებენ შურს. ჩვენი დიდი ლამაზი ქალაქის პრესტიჟისთვის ვიბრძოლებთ. თუკი გოლს მალე გავიტანთ, თამაშის სიუჟეტი ერთიანად შეიცვლება".
ვალენსიას მხარის პატარა ქალაქ ვილიარეალში, "ელ მადრიგალზე" ევროპის ლიგას შემორჩენილი ერთადერთი ესპანური კლუბი, ლა ლიგის პრესტიჟის დაცვას "ლევერკუზენთან" შეეცდება. ესპანელებმა ნილმარის მიერ 94-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით წინაა - პირველი მატჩი 3:2 მოიგო. "ელ მადრიგალზე" მასპინძლებმა ევროპის ლიგის ყველა მატჩი მოიგო, ამასთან სულ 2 გოლი გაუშვა. ამიტომაც, გერმანელების შანსებს სკეპტიკურად ვუყურებთ.
მანჩესტერში რობერტო მანჩინის "სიტი" კიევში 0:2-ის ამოქაჩვას შეეცდება. მალე "სიტის" თასზე "იუნაიტედთან" მატჩი აქვს. იტალიელ სპეციალისტს კი ძალზე უჭირს ფეხბურთელთა გონების კიევის "დინამოსთან" მატჩზე მომართვა. ინგლისში დიდ ინტერესს იწვევს კიეველთა ვეტერანი ვარსკლავის, ანდრეი შევჩენკოს თამაში.
ბრიტანეთში კიდევ ორი მატჩია: "ლივერპული" "ბრაგასთან" 1-ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრას შეეცდება, გლაზგოში კი "რეინჯერსი" და "ეინდჰოვენი" ყველაფერს თავიდან იწყებენ, პირველი მატჩი 0:0 მორჩა. პარისში პსჟ ლისაბონის "ბენფიკას" მასპინძლობს, პირველი შეხვედრა პორტუგალიურმა გრანდმა 2:1 მოიგო.
დღეს
მანჩესტერ სიტი-დინამო კ. 22:00 (0:2)
პსჟ-ბენფიკა 22:00 (1:2)
სპარტაკი-აიაქსი 22:00 (1:0)
ზენიტი-ტვენტე 22:00 (0:3)
პორტუ-ცსკა 00:05 (1:0)
ლივერპული-ბრაგა 00:05 (0:1)
რეინჯერსი-პსვ 00:05 (0:0)
ვილიარეალი-ლევერკუზენი 00:05 (3:2)