"ბრაგასთან" მატჩი რეინასთვის "ლივერპულის" შემადგენლობაში 300-ე იქნება

AutoSharing Option
"ლივერპულის" გოლკიპერ ხოსე რეინასთვის ევროპის ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩი "ბრაგასთან" "წითლების" შემადგენლობაში 300-ე იქნება.

"ჩემი აზრით, რეინა - მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო გოლკიპერია. თუ საუკეთესო არა. ვიცი, რომ ის თავისი ქვეყნის ნაკრებში არ თამაშობს. მაგრამ თუ ჩემს აზრს იკითხავთ, გეტყვით, რომ მან უნდა ითამაშოს. რეინა "ლივერპულის" კარს ბრწყინვალედ იცავდა და ამ გუნდში ერთერთი წამყვანი მოთამაშეა. როდესაც არ თამაშობენ ჯერარდი და კარაგერი, კაპიტნის სამკლაურით გუნდი სწორედ მას გამოჰყავს", - განაცხადა "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა.


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული