კარპინმა იდეალური "სპარტაკი" აღწერა

AutoSharing Option
"სპარტაკისა" და "აიაქსის" გუშინდელ დაპირისპირებაში არ უთამაშია მოსკოველთა ქართველ ლეგიონერს ჯანო ანანიძეს. მას კოჭის მცირე ტრავმა აწუხებს.

მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა თქვა, რომ ამსტერდამის "აიაქსთან" ევროპის ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის პირველ ტაიმში მისი გუნდი იდეალურად თამაშობდა. კარპინის თქმით, თუ "სპარტაკი" ყოველთვის ისე ითამაშებს, როგორც "აიაქსთან" შეხვედრის პირველ ტაიმში, მას სამუშაო არაფერზე ექნება.

კარპინმა აღნიშნა, რომ "აიაქსთან" მატჩის ბოლო ნახევარ საათში სპარტაკელები მოდუნდნენ. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, ფეხბურთელების გაგება შესაძლებელია, რადგან "სპარტაკი" იმ დროისთვის 3:0 იგებდა. ამავე დროს, კარპინმა აღნიშნა,
რომ მას, ისევე როგორც "სპარტაკის" მეკარეს ანდრეი დიკანს, კარის მშრალად შენახვა სურდა.

"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა თქვა, რომ "სპარტაკთან" მატჩის პირველ ტაიმში მისი გუნდი თავის თავს არ ჰგავდა. დე ბურის თქმით, შეხვედრის მეორე ნახევარში "აიაქსმა" ოთხი თუ ხუთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ სპარტაკელები დიკანმა გადაარჩინა.

"სპარტაკმა" "აიაქსს" 3:0 მოუგო. რუსული გუნდის შემადგენლობაში თავი დიმიტრი კომბაროვმა, ველიტონმა და ალექსმა გამოიჩინეს. "სპარტაკმა" ამსტერდამში პირველი შეხვედრაც მოიგო, ანგარიშით 1:0. სპარტაკელები ევროლიგის 1/4 ფინალში გავიდნენ. ტურნირის ამ ეტაპის კენჭისყრა 18 მარტს შვეიცარიულ ნიონში გაიმართება.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული