"ბენფიკას" ნახევარმცველმა პაბლო აიმარმა "პსჟ"-სთან(1:1, პირველი მატჩი - 2:1) ევროპის ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ მეტოქის სიძლიერე აღნიშნა. მიზნებზე საუბრისას აიმარმა ხაზი გაუსვა: მისი გუნდი ევროთასის მოგებისთვის ბრძოლას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგულ კლუბთან პირველი შეხვედრა ლისაბონელებმა 2:1 მოიგეს და ორი მატჩის ჯამში მეოთხედფინალში გავიდნენ.
"სეზონის დასაწყისში ოთხი მიზანი გვქონდა. პორტუგალიის ლიგაში რაიმეს მიღწევა რთული იქნება, მაგრამ კიდევ სამი მიზანი გვრჩება. ევროპის ლიგა ერთერთი ტურნირია, რომლის მოგება ჯერ კიდევ შეგვიძლია. შესანიშნავი იქნება თუ იქ მთელ გზას ბოლომდე გავივლით.
ბევრი სირბილი
მოგვიხდა, რათა უპირატესობა მოგვეპოვებინა და ის ლამაზი გოლით გაგვემყარებინა. ძნელია იმ გუნდთან დაპირისპირება, რომელშიც ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ, ბურთის დაჭერა იციან, მაგრამ ჩვენ ის გავაკეთეთ,რაც მოგვეთხოვებოდა",- თქვა აიმარმა.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით