ფაბიო კოენტრაუ: "ბენფიკას" ფინალამდე მიღწევა შეუძლია

AutoSharing Option
"ბენფიკას" ნახევარმცველმა ფაბიო კოენტრაუმ "პსვ"-თან (4:1) ევროპის ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის ჯერ ტურნირის ნახევარფინალსა და ფინალზე ფიქრი ნაადრევია.

"ნახევარფინალისკენ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. შესანიშნავი თამაში გამოდგა. "პორტუსთან" კვირის მატჩის შემდეგ სწორედ ასე უნდა გვეთამაშა. იმ წაგების შემდეგ ხომ ჩვენს მხარდასაჭერად 60 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. არც კი მჯერა. ასეთი გამარჯვებებით ჩვენ გულშემატკივრებისთვის მადლობის გადახდა შეგვიძლია. ისინი ჩევნთან არიან, როგორც კარგ, ასევე ცუდ დროს.

ვფიქრობ, "ბენფიკას" ფინალამდე მისვლა შეუძლია. ამისთვის ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა ჯერ ძალიან შორეულ მომავალში
გახედვა არ ღირს. ჩვენთან გუნდში ამბობენ, რომ ჯერ ფინალზე ფიქრი ნაადრევია. ჩვენ მხოლოდ მეოთხედფინალში ვართ და ნახევარფინალისგან მხოლოდ ერთი მატჩი გვაშორებს", - განაცხადა კოენტრაუმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

 

 

 

 

.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული