ევროპის ლიგის ფინალს ესპანელები განსჯიან

AutoSharing Option
უეფამ ევროპის ლიგის ფინალურ მატჩზე "პორტუს" და "ბენფიკას" შორის, რომელიც 18 მაისს დუბლინში შედგება, მსაჯები დანიშნა. მატჩი ესპანელ მსაჯთა ბრიგადას ანდეს, კარლოს ველასკო კარბალიოს ხელმძღვანელობით.

მას გვერდითი არბიტრები რობერტო ალონსო და ხესუს კალვიო გუადამურო დაეხმარებიან. კარსუკან დამატებითი მსაჯები კარლოს კლოს გომესი და ანტონიო რუბინოს პერესი იქნებიან. სათადარიგო მსაჯი კი დავიდ ფერნანდეს ბარბლანი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული