კაჭარავა შტურმის წინ იმედიანადაა

AutoSharing Option
გულახდილად ვთქვათ: "დინამოს" ერთგული ფანების გარდა, ალბათ, ქართველ ქომაგთა ძალიან მცირე რაოდენობა თუ ელოდა წლევანდელ ევროტურნირებზე გუნდის ასეთ წარმატებულ ასპარეზობას. მართალია, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ავსტრიულ "შტურმთან" ჯერ არ ჩატარებულა, თავს უფლებას მივცემთ და ამ ტურნირზე "დინამოს" გამოსვლას მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შევაფასებთ!

შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, თუ როგორი საკადრო პრობლემებით შეხვდა წლევანდელი ევროტურნირების დაწყებას ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი; ამას ისიც დაემატა, რომ ტრადიციული უცხოური შეკრების ნაცვლად, "დინამომ" მოსამზადებელი ეტაპი ადგილზე, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაატარა; ეგ კი
არა, კულუარებში იმაზეც საუბრობდნენ, რომ კლუბს ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა (თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დღესდღეობით ეს პრობლემა აღარ არსებობს).

მოკლედ, ყველა ამ არცთუ უმნიშვნელო ფაქტორის გათვალისწინებით, კახა კაჭარავას აშკარად "სახეშეცვლილმა" გუნდმა მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა და ევროპის ლიგის ორი ეტაპი გადალახა. იმედი დავიტოვოთ, რომ "დინამო" მიღწეულით არ დაკმაყოფილდება: გასაგებია, რომ ავსტრიულ "შტურმთან" განმეორებით შეხვედრაში ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა იოლი საქმე არ იქნება, მაგრამ, ნურც პესიმიზმში "გადავვარდებით".

ბოლოს და ბოლოს, "შტურმი" ნამდვილად არ მიგვაჩნია ისეთ მეტოქედ, რომლის დამარცხებაც (ჩვენთვის სასურველი ანგარიშით, რაღა თქმა უნდა) შეუძლებელი იყოს. თანაც, იმის იმედიც გვაქვს, რომ ხუთშაბათს, "დინამოს" საქომაგოდ ეროვნულ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა...

..."დინამო" ავსტრიიდან პარასკევს, გვიან ღამით ჩამოვიდა; შაბათს დასვენების დღე ჰქონდათ, აი, გუშინდელი დღიდან კი გუნდმა სერიოზული მზადება დაიწყო: ორჯერადი ვარჯიშები, თეორია და ასე შემდეგ. "დინამოს" მთავარ მწვრთნელთან კახა კაჭარავასთან ჩვენი საუბრის ძირითადი თემა კი, რაღა თქმა უნდა "შტურმთან" ჩატარებული პირველი მატჩი და მოახლოვებული განმეორებითი შეხვედრისათვის გუნდის მზადება იყო.

ინტერვიუ წაიკითხეთ "ლელოს" ორშაბათის ნომერში. საიტზე გამოქვეყნდება ორშაბათს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული