ზესტაფონელებთან მატჩის შემდეგ ლვოველთა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა არ დამალა, რომ შეცვლებს მიმართავდა და ეს
რუდენკო, პეტრივსკი, ტუბიჩი, ე. ტარასენკო, აველარი, ტკაჩუკი (46. გოდვინი), კოპოლოვეცი, გ. ბარანეცი, ბ. ბარანეცი, ნენო (73. ბატიშტა), გუდიმა (63. ზენევი).
ახლა კი მეტოქესთან დაკავშირებით სხვა მასალებიც უნდა გაგაცნოთ. უკრაინულ ვებგვერდებზე "კარპატის" ფეხბურთელების კომენტარები მოვიძიეთ, რომელიც "ზესტაფონთან" განვლილ და საპასუხო მატჩებს ეხება. ვნახოთ რა აზრის არიან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები.
"ქართველებთან" პირველ მატჩამდე "ზესტაფონის" ბოლო თამაშების ჩანაწერი გავაანალიზეთ. ჯერ კიდევ მაშინ ვიგრძენით, რომ მეტოქის სათანადოდ არდაფასება დიდი შეცდომა იქნებოდა. უკვე კარგად ვიცობთ ქართულ გუნდს და ვთვლი, რომ "ზესტაფონთან" შინ 1:0 მოგება კარგი შედეგია. "ზესტაფონი" კარგად ორგნიზებული გუნდია, რომელიც სათამაშო დისციპლინითა და ტექნიკური ფეხბურთელების სიმრავლით გამოირჩევა. პირველი მატჩი 1:0 მოვიგეთ, მაგრამ ამით არაფერი დამთავრებულა. ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება და ვფიქრობ, მთავარი ბრძოლა წინ გველის. საქართველოში რთულ მატჩს ველოდები. მიმაჩნია, რომ 1:0 უნდა დავივიწყოთ და საპასუხო შეხვედრაში თამაში "სუთა ფურცლიდან" უნდა დავიწყოთ", - აღნიშნა იმერელთა კარში გატანილი გოლის თანაავრორმა არტემ ფედეცკიმ.
"კარპატის" ოფიციალურ ვებგვერდზე კი გოლის ავტორ იგორ ხუდობიაკის, სანდრო გურულისა და ანდრეი ტლუმაკის კომენტარებია:
სანდრო გურული: "ზესტაფონი" კარგი გუნდია. არ ველოდი თუ ჩვენი მეტოქე ასე ითამაშებდა. ვფიქრობ, ზესტაფონელებმა ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრის მოხიბვლაც შეძლეს. ამ შეხვედრაში შეცვლაზე ვითამაშე და ემოციით ვიყავი სავსე. ქართული გუნდის წინააღმდეგ პირველად მომიწია თამაშმა. საქართველოში რთული მატჩი გველის, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მეორე თამაშიც მოვიგოთ".
იგორ ხუდობიაკი:
"ვფიქრობ, ქართველების წინააღმდეგ, მთლიანობაში თამაში არ გამოგვივიდა... არ გამოგვივიდა პრესინგი... დიდი ანგარიშით შეგვეძლო ამ მატჩის მოგება. მატჩის ბოლოს მეორე გოლის გატანაც შემეძლო, მაგრამ... მეტოქის მცველს ვერ ვხედავდი, მეგონა ბურთი უკვე კარის ბადეში იყო, მაგრამ ქართველმა მცველმა დამასწრო და ბოლოს ფეხი დააფარა ჩემს დარტყმულს. თითქმის ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენე და ცოტა არ იყოს გაწბილებულიც კი ვიყავი, მაგრამ კარგია, რომ პირველი მატჩი მშრალად მოვიგეთ. შესაძლოა გულშემატკივარს ეგონა, რომ ჩვენ ამ მატჩში ძალები დავზოგეთ. მერწმუნეთ, ასე ნამდვილად არ ყოფილა. საქართველოშიც მოგებისთვის ვიბრძოლებთ. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება".
ანდრეი ტლუმაკი: "თავიდანვე ვიცოდით, რომ კარგად შეთამაშებულ, ტექნიკურ და გამართულად მოთამაშე გუნდთან გვიწევდა დაპირისპირება. კარგა ხანია, რაც მეტოქე ამ შემადგენლობით თამაშობს და ეს ლვოვშიც იგრძნობოდა. რთულ მატჩს ველოდით და ასეც იყო. შინ მოვიგეთ და ვფიქრობ, მეტოქეზე უკეთესი შანსი გვაქვს. საქართველოშიც მოგებისთვის ვიბრძოლებთ".