"გაგრას" ევროდებიუტი ოვონიკოკოს გარეშე

AutoSharing Option
საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა და პირველ ლიგაში გამარჯვებასთან ერთად ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. თუმცა სეზონისთვის მზადებას ევროთასზე მოასპარეზე სხვა გუნდებზე გვიან დაიწყებს.

კლუბის პრესატაშე მიხეილ აფხაზავას თქმით, გუნდის წევრები 12-13 ივნისს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 14 ივნისიდან მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი სამი დღის განმავლობაში კროსებს გეგმავს, 17 ივნისს კი ინტენსიური ვარჯიშები დაიწყება.

კლუბში ჯერ ვერ აკონკრეტებენ წამსვლელ-მომსვლელთა ვინაობას, უცნობია ისიც, ვის გაუგრძელებენ კონტრაქტს. თუმცა შეკრების დაწყებამდე ბევრი არაფერი დარჩა და გასარკვევი რამდენიმე დღეში გაირკვევა, მათ შორის შეკრების საკითხიც
- სად მოემზადება "გაგრა".

ახლა მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გუნდს ევროპის ლიგაზე თავდამსხმელი აბაიომო სეუნი ოვონიკოკო ვერ დაეხმარება.

"სამწუხაროა, რომ ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ევროთასზე ვერ დაგვეხმარება, ოვონიკოკოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს. მას მუხლის ჯვარედინი იოგები გაუწყდა და ოპერაციის გარეშე მოედანზე ვერ დაბრუნდება. არადა, მისი დიდი იმედი გვქონდა. ასეთი ტრავმის მკურნალობას კი არცთუ მცირე დრო სჭირდება", - ამბობს აფხაზავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული