გუნდი 17 ივნისს შეიკრიბა და "მერანზე" ვარჯიშობს. ანატოლი პისკოვეცი საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა, მას თბილისში დღეს ელიან, მთავარი მწვრთნელის არყოფნაში კი გუნდს მისი ასისტენტი ზვიად ჯელაძე ავარჯიშებს.
"გაგრას" პრესატაშე მიხეილ აფხაზავას თქმით, გუნდი დატოვა მეკარე ლადო ნადირაშვილმა. მას კონტრაქტი
შევიტყვეთ, რომ პისკოვეცი ევროპის ლიგის მატჩებამდე მარცხენაფლანგელ გელა ხუბუას დამატებას აპირებს. რუსთავის "ოლიმპის" ყოფილი ფეხბურთელი უკვე გუნდში ვარჯიშობს. 26 წლის ხუბუას გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა.
"ხუბუას ამბავი ჯერ არ გადაწყვეტილა, მასთან კონტრაქტი არ გაფორმებულა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის გარეშე გუნდში ვერავინ ივარჯიშებს, პისკოვეცი კი ხუბუას "ოლიმპში" მუშაობის პერიოდიდან იცნობს", - ამბობს აფხაზავა.
გუშინ, 19 მაისს "გაგრამ" მუხრანის ბაზაზე ორი საკონტროლო შეხვედრა გამართა: უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულები ჯერ თენგიზ სულაქველიძის აკადემიის 1994 წელს დაბადებულთა გუნდს შეხვდნენ (მწვრთნელი ვახტანგ კოპალეიშვილი), მერე კი - რევაზ ძოძუაშვილის უგუნდოების ნაკრებს.
საქართველოს თასის მფლობელმა აკადემიელებს 3:0 მოუგო (გოლების გაიტანეს გიორგი გრძელიძემ (2) და "ბაიადან" მიწვეულმა 18 წლის თავდამსხმელმა მურთაზ ჩანგელიამ), "უგუნდოებს" კი 2:0 სძლია (21-ე წუთზე "გაგრას" ყოფილმა მცველმა, ამჟამად ძოძუაშვილთან მოვარჯიშე ჩასემმა საკუთარ კარში ჩაჭრა, მე-40-ზე კი შალვა კვანტალიანმა მეორე ბურთი შეაგდო).
სამწუხაროდ, "გაგრას" თავდამსხმელი და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა აბაიომო სეუნი ოვონიკოკო ვერ ვარჯიშობს და ევროპის ლიგაზე მისი თამაში საბოლოოდ გამოირიცხა - ნიგერიელ თავდამსხმელს ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი და ოპერაცია სჭირდება. არადა, ბელგიურ "ლოკერენში" მისი გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"