დიმიტრი ტატანაშვილს თბილისის "დინამომ" კონტრაქტი არ გაუგრძელა და თავისუფალი აგენტი გახდა. წამყვანი ქართული კლუბების წინადადებებიდან მისთვის მისაღები რუსთავის "მეტალურგის" შეთავაზება გამოდგა.
"ტატანაშვილს კონტრაქტზე შევუთანხმდით და უკვე ჩვენი ფეხბურთელია. მასთან წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ" - გვითხრა "ოლიმპის" პრესატაშე შოთა შერმადინმა.
რუსთაველებს "ზესტაფონის" მცველ კახა ალადაშვილის დამატებაც სურდათ, რომელიც ოდესიდან "ჩერნომორეცში" სინჯებიდან დაბრუნდა, მაგრამ კახა "მეტალურგს" ვერ შეუთანხმდა.
შევიტყვეთ, რომ რუსთაველებმა ფოთის "კოლხეთის" 19 წლის ნახევარმცველი ლაშა გვალიაც გადაიბირეს. თუმცა შერმადინი მეტს
რუსთაველები ახალწვეულების პრეზენტაციას დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გეგმავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"