დიმიტრი ტატანაშვილი: "დინამო" და მე ვერ შევთანხმდით

AutoSharing Option
დიმიტრი ტატანაშვილმა "მეტალურგთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის "დინამომ" მასთან კონტრაქტის გაგრძელება არ ისურვა.

ჩვენ დაგვიკავშირდა სამენეჯერო კომპანია "ლაოლას" ხელმძღვანელი თემურ ტონია და გვაცნობა, რომ ტატანაშვილი არ გაუშვიათ, გუნდს პირობებზე ვერ შეუთანხმდა და წამოვიდაო.

რუსთავის "მეტალურგის" ახალწვეულმა ჯერ ამის თაობაზე გვითხრა:
- "დინამოსთან" წინასწარი, ექვსთვიანი კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, პირობების გაუმჯობესება მსურდა, დავილაპარაკეთ, მაგრამ ვერ შევთანხმდით. ეს იყო წამოსვლის მიზეზი.

- მეორედ ხარ იმ გუნდში, რომელიც "ბანანცს" ხვდება.
- ასე გამოდის, მხოლოდ იმ კლუბში გადავდივარ, რომელიც ერევნელებს უნდა შეხვდეს.
მაშინდელ შეხვედრებში სომხებისთვის გოლი არ გამიტანია, მაგრამ გამარჯვების სიხარული კარგად მახსოვს.

- ახლა, ალბათ, შემდეგ წრეში გასვლის მეტი იმედი გაქვს, "ბანაცი" საკმაოდ დასუსტდა.
- რა თქმა უნდა, ახლანდელი "ბანაცი" ის გუნდი აღარ უნდა იყოს, რამდენიმე წლის წინ "ამერს" რომ შეხვდა. მიმაჩნია, რომ მეორე ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ.

- გუნდში ახალჩარიცხული ხარ და ფეხბურთელებთან შეუთამაშებელი იქნები.
- შესათამაშებლად, ცხადია, დროა საჭირო, მაგრამ ბიჭებთან ვმეგობრობდი, კარგი ფეხბურთელები არიან და გუნდში ადაპტაცია არ გამჭირვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული