"მეტალურგმა" ერევნიდან 0:1 წამოიღო [+VIDEO]

AutoSharing Option
ბანანცი 0:1 მეტალურგი
გოლი: 0:1 ქობალია (48).

ბანანცი მეტალურგი
ნეპოგოდოვი ბათიაშვილი
დაგბაშიანი ჯაფარიძე
ხაჩატრიანი კვახაძე
არაქელიანი მახვილაძე
ედიგარიანი ორბელაძე
ვოსკანიანი ტყემელაძე
გეზალიანი რაზმაძე
ბალაბეკიანი მაისურაძე
კორეა გეწაძე
ამბარცუმიანი ქობალია
დაშიანი მოდებაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
რაფაელ ნაზარიანი არმაზ ჯელაძე

46. დაგბაშიანი - პეტროსიანი
46. გეზალიანი - დუ ბალა
62. კორეა - სუჯიანი
სათადარიგოები: სარგსიანი, ოგანესიანი, კარაპეტიანი.

მეტალურგი
73. გეწაძე - ქავთარაძე
84. მაისურაძე - პავლიაშვილი
90. ტყემელაძე - მიქაბერიძე
სათადარიგოები: ბედიაშვილი, ღაღანიძე, აბურჯანია, ლომაია.

გაფრთხილებები: ხაჩატრიანი (27), ქობალია (43), ჯაფარიძე (90+2).
გაძევება: ქობალია (48. მეორე ყვითელი).
მსაჯი: ელი ახმნონი (ისრაელი).

თორნიკე მაისურაძემ ევროდებიუტი ჩინებულად დაიწყო,
მეზობლების პრინციპულ დაპირისპირებაში კი რუსთავის "მეტალურგმა" გამარჯვებით გაგვახარა.

მათ ახალწვეულის, დიმიტრი ტატანაშვილის დამატება ვერ მოახერხეს - თავდამსხმელს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი მხოლოდ გუშინ დაუსრულდა და მისი ევროპის ლიგის განაცხადში შეყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა.

არ გამართლდა სომეხი გულშემატკივრისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმი ქართულ გუნდებთან შეხვედრის წინ. ინტერნეტგაზეთ "არმფუტბოლის" გამოკითხვაში, რომელი სომხური კლუბი გავა შემდეგ წრეში, ყველაზე მეტი პროცენტი "ბანანცმა" დააგროვა - 30,77.

ერევნულმა კლუბმა ტრადიცია არ დაარღვია და შინ მესამე ქართულ გუნდთანაც დამარცხდა. მატჩი სომხების შეტევებით დაიწყო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ, მალე კი რუსთაველებმა შეუტიეს და, უეფას ვებგვერდის ცნობით, ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. მაგრამ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, მატჩამდე დონეცკის "მეტალურგიდან" დამატებულმა დიმიტრი ნეპოგოდოვმა ერევნელები გადაარჩინა: 30-ე წუთზე ლუკა რაზმაძის უძლიერესი დარტყმის შემდეგ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა. ამის შემდეგ ორი წუთი რუსთაველებმა განსაკუთრებით მწვავედ შეუტიეს. 31-ე წუთზე რევაზ გეწაძის ჩაწოდებული კუთხურის მერე რაზმაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეფარა და კუთხურზე მოიგერია.

კუთხური კვლავ გეწაძემ შეასრულა და ვაკო ტყემალაძემ დაარტყა - "ბანანცის" მეკარემ თავისიანები ამჯერადაც გადაარჩინა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში რაფაელ ნაზარიანის შეგირდებს ერთი ხეირიანი მომენტიც არ შეუქმნიათ.

მეორე ტაიმი ქართველებისთვის ჩინებულად დაიწყო: 48-ე წუთზე ერევნელთა კართან დანიშნული კუთხური კვლავ გეწაძემ ჩამოაწოდა, "მეტალურგის" ახალწვეულმა ირაკლი ქობალაიმ ყველას დაასწრო, ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა - 0:1.

თუმცა ქობალიას მსაჯმა სიხარული იქვე ჩაუშხამა - მას სომხების კარში გოლი და წარმატებული ევროდებიუტი ისე გაუხარდა, 43-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათი დაავიწყდა, მაისურა გაიხადა, ტრიბუნების დამცავ მესერზე ახტა და მეორე გაყვითლება მოედნის დატოვებად დაუჯდა.

ასე რომ, მთელი მეორე ტაიმი "მეტალურგმა" 10 კაცით ითამაშა. ახლა უკვე საქმეში რუსთაველთა მეკარე ზურაბ ბათიაშვილი ჩაერთო, რომელმაც გუნდი სამჯერ გადაარჩინა: 73-ე და 75-ე წუთებზე არტაკ დაშიანის დარტყმები მოიგერია, 89-ე წუთზე კი - არსენ ბალაბეკიანისა.

მსაჯმა შეხვედრას 4 წუთი დაამატა, მაგრამ სომხებმა უპირატესობა ვერ გამოიყენეს და რუსთავის "მეტალურგს" ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე გასვლის ჩინებული შანსი გაუჩნდა. განმეორებითი შეხვედრა რუსთავში 7 ივლისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გამოიღეთ !!!! :)
otar
10:17 01-07-2011
0
საღოლ მეტალურგი!!!
თემო
10:22 01-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული