”მეტალურგმა” ”ირტიში” გზიდან ჩამოიცილა

AutoSharing Option
უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი. საპასუხო მატჩი. პავლოდარი. ყაზახეთი.
ირტიში-მეტალურგი 0:2

ირტიში: ცირინი, ჩერნიშოვი (მიხაილიუკი 46), კუჩმა (ნიკოლიჩი 62), კულიბალი, მალცევი (ტლეშევი 60), ივანოვი, ზარეჩნი (კ), ბალაჟიჩი, დასკალოვი, სერგიენკო, გოვედარიცა.
მწვრთნელი: ტალგატ ბაისუფინოვი
მეტალურგი: ბედიაშვილი, კვახაძე (კ), მახვილაძე, ორბელაძე, ჯაფარიძე, მიქაბერიძე (ტყემალაძე 79), მაისურაძე, გეწაძე (ტატანაშვილი 64), რაზმაძე, მოდებაძე, ქობალია (ქავთარაძე 75).
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
მსაჯი: გიორგი იორდანოვი (ბულგარეთი)

გოლები: 0:1 ქობალია (23), 0:2 მოდებაძე (57).
გაფრთხილება: მოდებაძე.

რუსთავის "მეტალურგმა" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში პავლოდარის "ირტიშის"
ძლევა შეძლო და შემდეგ ეტაპზე გააღწია. შინ ფრედ 1:1 დამთავრებული მატჩის შემდეგ არმაზ ჯელაძის შეგირდებს ყაზახეთში გოლის გატანა აუცილებლად მართებდათ და მართლაც, რუსთაველებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს.

ყაზახური საიტების ცნობით, შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და რუსთაველები თავიდანვე აქტიურად ცდილობდნენ მეტოქის კარზე იერიშების მიტანას. შედეგად  ირაკლი ქობალიამ იყოჩაღა და 23-ე წუთზე "მეტალურგი" დააწინაურა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა სცადეს წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ამჯერად ირაკლი მოდებაძე გამოირჩა, რომელმაც 57-ე წუთზე მაისურაძის კუთხურის შემდეგ პავლოდარელთა კარში მეორე გოლი შეაგდო.

რუსთაველებმა უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე აღარ დათმეს და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ისინი ითამაშებენ. "მეტალურგის" მეტოქე ფრანგული "რენი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ რუსთავი! 85-ე წუთია, და 2-0 იგებენ...მართლაც თავდადებაა. ყ ო ჩ ა ღ !!!
დევიდ
18:40 21-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული