ალექს გარსია: სრულყოფილებამდე ბევრი გვიკლია, თუმცა პროგრესი აშკარაა

AutoSharing Option
"დინამო"-"ლანელის" (5:0) მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თავდაპირველად ალექს გარსია მოვიდა და სწორედ იქ შეიტყო, რომ შემდეგ ეტაპზე "დინამო" ისლანდიურ "რეიკიავიკს" დაუპირისპირდება.

- თამაში თავიდანვე აქტიურად დავიწყეთ. ბიჭებმა ამოცანა შეასრულეს და ბურთზე კონტროლი პირველივე წუთებიდან დააწესეს. ფაქტობრივად, ერთი თვის გუნდი ვართ და სრულყოფილებამდე ბევრი გვიკლია, თუმცა პროგრესი მაინც აშკარაა.

- ლევან კაკუბავას მდგომარეობა როგორია?
- მას დიდი ხანია, მხრის პრობლემა აწუხებს და დღეს კიდევ ერთხელ ამოუვარდა. არ არის გამორიცხული, ოპერაცია დასჭირდეს. კაკუბავას ტრავმა დღევანდელ მატჩთან დაკავშირებული ერთადერთი უსიამოვნო ამბავია.

- ესპანელების თამაშს როგორ
შეაფასებთ?

- სამივემ გაიტანა და ამით ყველაფერია ნათქვამი. აშკარაა, რომ მათ "დინამოს" შემტევი პოტენციალი გააძლიერეს.

- დაცვაში "დინამო" არცთუ დამაჯერებელი იყო.
- უკანა ხაზში შეცდომები მართლაც გვქონდა, მაგრამ გოლი არ მიგვიღია.

- "რეიკიავიკზე" თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას?
- ჯერ არავითარს. ამ კლუბთან თამაშისთვის მზადებას ხვალიდან დავიწყებთ.

* * *
"ლანელის" მოთამაშე-მწვრთნელმა ენდი ლეგმა, რომელიც პირველი მატჩისგან განსხვავებით, გუშინ მოედანზე აღარ გასულა, შედეგის კანონზომიერება აღიარა.

- "დინამომ" დღეს ძალიან ძლიერად ითამაშა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, პირველი შეხვედრის მოგებით ვიამაყოთ.

- რა დავალება მიეცით გუნდს?
- გვინდოდა, მეტოქისთვის სათამაშო სივრცეები შეგვეზღუდა, მაგრამ ვერ შევძელით.

- პირველი მატჩის შემდეგ ელოდით "დინამოსგან" ასეთ პროგრესს?
- დიახ, რადგან კარგად ვიცი, რა განსხვავებაა პროფესიულ და სამოყვარულო გუნდებს შორის. ჩვენ ვარჯიშს ზოგჯერ კვირაში ერთხელ თუ ვახერხებთ და ასეთ ვითარებაში ძნელია, საუკეთესო თვისებები გამოავლინო. დღეს კარგი გაკვეთილი მივიღეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

kviraSi erTxel navarjiSebi

"lanelis” moTamaSe-mwvrTnelma endi legma, romelic pirveli matCisgan gansxvavebiT, guSin moedanze aRar gasula, Sedegis kanonzomiereba aRiara.

- "dinamom” dRes Zalian Zlierad iTamaSa da damsaxurebuladac gaimarjva. Cven ki isRa dagvrCenia, pirveli Sexvedris mogebiT viamayoT.

- ra davaleba mieciT gunds?

- gvindoda, metoqisTvis saTamaSo sivrceebi SegvezRuda, magram ver SevZeliT.

- pirveli matCis Semdeg elodiT "dinamosgan” aseT progress?

- diax, radgan kargad vici, ra gansxvavebaa profesiul da samoyvarulo gundebs Soris. Cven varjiSs zogjer kviraSi erTxel Tu vaxerxebT da aseT viTarebaSi Znelia, saukeTeso Tvisebebi gamoavlino. dRes kargi gakveTili miviReT.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული