"რენი" თბილისს სტუმრობს

AutoSharing Option
"რენი" თბილისში დღეს, 27 ივლისს 15 საათზე ჩარტერული ავიარეისით ჩამოფრინდება, საღამოს კი ეროვნულ სტადიონზე დატვირთული პროგრამაა. 18 საათსა და 15 წუთზე რუსთავის "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის, არმაზ ჯელაძის პრესკონფერენცია გაიმართება, ნახევარ საათში კი ჩვენების ვარჯიში დაიწყება.

ამის შემდეგ ფრანგების ჯერი დადგება. "რენის" თავკაცი ფრედერიკ ანტონეტი ქართული მედიის წინაშე 19 საათსა და 45 წუთზე წარდგება, მისი გუნდის ვარჯიში კი 20 საათსა და 15 წუთზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "მეტალურგსა" და "რენს" შორის ხვალ, 28 ივლისს ეროვნულ სტადიონზე 21
საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული