თბილისელები ცივ რეიკიავიკში

AutoSharing Option
"დინამო" ისლანდიაში ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, სტამბოლისა და ლონდონის გავლით ჩავიდა. რეიკიავიკში ქართველებს ცივი ამინდი დახვდათ - იქ მხოლოდ 12 გრადუსია, რაც ისლანდიისთვის ჩვეული ამბავია.

ალექს გარსიას გუნდი სასტუმრო "გრანდ ოტელ რეიკიავიკში" დაბინავდა და გუშინვე ადგილობრივი დროით 19 საათსა და 15 წუთზე ივარჯიშა სტადიონ "ვიოლურზე", სადაც დღევანდელი შეხვედრა გაიმართება. სხვათა შორის, "ვიოლური" სულ რაღაც 6 ათას მაყურებელს იტევს. "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა პრესკონფერენციაც გამართა.

ვარჯიშში 18-ივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რეიკიავიკში წასულთაგან ყველა ჯანმრთელადაა. შეგახსენებთ, გარსიამ "რეიკიავიკთან" პირველი მატჩისთვის ეს ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები:
გიორგი ლორია, გიორგი ნადირაძე;
მცველები: დავით ოდიკაძე, გულვერდ თომაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ირჟი ჰომოლა;
ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე, ნიკა კვეკვესკირი, ჩისკო, გიორგი თექთურმანიძე, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი ლექვთაძე, ნიკა ფირცხალავა, გოგა ბერაია, კოტო;
თავდამსხმელები: გიორგი კახელიშვილი, რობერტინიო, იაგუე.

ამჯერად დისკვალიფიცირებული არავინ გვყავს, მაგრამ ტრავმების გამო ლევან კაკუბავა, ლევან ხმალაძე და შოთა კაშია დაგვაკლდებიან.

"რეიკიავიკი"-"დინამო" ევროლიგის დღევანდელი მატჩებიდან ყველაზე გვიან, თბილისის დროით 23 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. თამაშს დანიელი კენ ჰანსენი განსჯის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ დანიელი მსაჯი? მემგონი დანია და ისლანდია ,თითქმის ერთი ქვეკანაა.
zaza968
13:58 28-07-2011
0
დანია და ისლანდია ისევეა თითქმის ერთი ქვეყანა, როგორც საქართველო და სომხეთი.
Giorgipirweli
15:20 28-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული