ალექს გარსიას გუნდი სასტუმრო "გრანდ ოტელ რეიკიავიკში" დაბინავდა და გუშინვე ადგილობრივი დროით 19 საათსა და 15 წუთზე ივარჯიშა სტადიონ "ვიოლურზე", სადაც დღევანდელი შეხვედრა გაიმართება. სხვათა შორის, "ვიოლური" სულ რაღაც 6 ათას მაყურებელს იტევს. "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა პრესკონფერენციაც გამართა.
ვარჯიშში 18-ივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რეიკიავიკში წასულთაგან ყველა ჯანმრთელადაა. შეგახსენებთ, გარსიამ "რეიკიავიკთან" პირველი მატჩისთვის ეს ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები:
მცველები: დავით ოდიკაძე, გულვერდ თომაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ირჟი ჰომოლა;
ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე, ნიკა კვეკვესკირი, ჩისკო, გიორგი თექთურმანიძე, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი ლექვთაძე, ნიკა ფირცხალავა, გოგა ბერაია, კოტო;
თავდამსხმელები: გიორგი კახელიშვილი, რობერტინიო, იაგუე.
ამჯერად დისკვალიფიცირებული არავინ გვყავს, მაგრამ ტრავმების გამო ლევან კაკუბავა, ლევან ხმალაძე და შოთა კაშია დაგვაკლდებიან.
"რეიკიავიკი"-"დინამო" ევროლიგის დღევანდელი მატჩებიდან ყველაზე გვიან, თბილისის დროით 23 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. თამაშს დანიელი კენ ჰანსენი განსჯის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"