"მეტალურგი": რაზმაძისა და მურველაშვილის გარეშე

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგი" ხვალ, 4 აგვისტოს "რენთან" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ატარებს. ქვემოქართლელები საფრანგეთისკენ 3 აგვისტოს გაემგზავრებიან - თბილისიდან ჯერ სტამბოლში, იქიდან პარიზში ჩაფრინდებიან, პარიზიდან რენისკენ კი მატარებლით იმგზავრებენ.

"რენთან" გამართულ თბილისურ შეხვედრაში გიორგი მურველაშვილი გააძევეს, ლუკა რაზმაძემ კი წლევანდელ ევროთასებზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ისიც დისკვალიფიცირებულია. მათ ნაცვლად "მეტალურგის" 18-კაციან განაცხადში გიორგი აბურჯანია და ილია პავლიაშვილი მოხვდნენ.

საფრანგეთში "მეტალურგის" ეს ფეხბურთელები გაემგზავრებიან:

მეკარეები:
გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი;
მცველები: ალექსანდრე კვახაძე, ლაშა ჯაფარიძე, სერგი ორბელაძე, მიხეილ მახვილაძე,
დავით ლომაია;
ნახევარმცველები: ირაკლი მაისურაძე, რევაზ გეწაძე, გიორგი მიქაბერიძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, ვალიკო ტყემალაძე, გიორგი აბურჯანია;
თავდამსხმელები: ირაკლი ქობალია, ირაკლი მოდებაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ილია პავლიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული