ისლანდიელებმა ხელი ჩაიქნიეს

AutoSharing Option
"რეიკიავიკი" თბილისში მხოლოდ 15 ფეხბურთელით ჩამოვიდა. როგორც ისლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა რუნარ კრისტონსონმა აღიარა, შემდეგ ეტაპზე უკვე აღარ ფიქრობს და ამიტომაც რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა.

"ძალიან გადატვირთული კალენდარი გვაქვს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თბილისში მხოლოდ 15 მოთამაშე წამოგვეყვანა. დანარჩენებმა, სჯობს, დაისვენონ და ისლანდიის ჩემპიონატის მომდევნო მატჩებისთვის მოემზადონ. გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი რეიკიავიკში დავტოვე, თბილისში კი ახალგაზრდებს გამოვცდი", - განაცხადა კრისტონსონმა.

კითხვას, როგორ შეძლო მისმა გუნდმა სლოვაკური "ჟილინას" დამარცხება, "რეიკიავიკის" დამრიგებელმა ასე უპასუხა: "ჟილინა" "დინამოზე" უკეთესი გუნდია, მაგრამ, როგორც ჩანს, სათანადოდ
არ შეგვაფასა, თანაც, "დინამოსთან" ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ვითამაშეთ და ქართველებმა საგოლე მომენტები კარგად გამოიყენეს."

ასეთი შეფასების მიუხედავად, კრისტონსონმა ისიც აღიარა, რომ "დინამო" ტექნიკური ფეხბურთით გამოირჩევა. ბოლოს კი დასძინა, თბილისური ამინდი ხელს ძალიან შეგვიშლისო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული