ფრანგებმა "მეტალურგი" ბოლოსღა გატეხეს - 2:0

AutoSharing Option
4.08. რენი. რუტ დე ლორიენი. 10 000 მაყურებელი
რენი-მეტალურგი 2:0
1:0 მონტანო (75), 2:0 ფერე (85)

რენი მეტალურგი
4-4-2 4-4-2
კოსტილი ბათიაშვილი
დანსი მახვილაძე
მანგანი ორბელაძე
კანა ბიიკი დ. ლომაია
კატერინი ჯაფარიძე
ფერე ქავთარაძე
მვილა მაისურაძე
ტეტეი გეწაძე
პიტროიპა მიქაბერიძე
ბრაჰიმი მოდებაძე
ბუქარი ტატანაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
ფ. ანტონეტი ა. ჯელაძე

რენი
10. ბრაჰიმი - ა. კამარა
64. ბუქარი - მონტანო
73. პიტროიპა - დალმა
სათადარიგოები: დიალო, მანძიეკი, ჯებური, ბოიე

მეტალურგი
56. მიქაბერიძე - დობროვოლსკი
61. ტატანაშვილი - ქობალია
77. ქავთარაძე - აბურჯანია
სათადარიგოები: ბედიაშვილი, კვახაძე, ტყემალაძე, პავლიაშვილი

გაფრთხილება: ქავთარაძე (22), ტეტეი (38), მოდებაძე (77), ქობალია
(83)

არბიტრი: ა. მუნუკა (ფინეთი)

ორი გამარჯვება, ორი ფრე და ორიც მარცხი - ასე დაასრულა ევროპის ლიგაზე ასპარეზობა რუსთავის "მეტალურგმა". შედეგს ურიგო ნამდვილად არ ეთქმის, ქვემოქართლელებმა ხომ ორი ეტაპი გადალახეს, "რენთან" კი, გასაკვირი არ არის, უშანსოდ რომ იყვნენ.

ფრანგებმა პლეი ოფში გასვლის საკითხი თბილისშივე მოაგვარეს, გუშინ კი "მეტალურგს" თავი არ შეურცხვენია და არცთუ კატასტროფული სხვაობით დამარცხდა. გასაგებია, რომ "რენი" ქართველებს თავს არ შეაკლავდა, მაგრამ მაინც აღსანიშნავი ფაქტია, რომ "მეტალურგი" კლასით გაცილებით მაღლა მდგომ მეტოქეს დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით უძალიანდებოდა და 75-ე წუთამდე ტაბლოზე 0:0 ენთო.

ის კი არა, ფრანგთა უპირატესობის მიუხედავად, უშანსოდ არც ჩვენები ყოფილან და დაწინაურების ორი კარგი შესაძლებლობაც გაუშვეს ხელიდან - ირაკლი მოდებაძის მიერ "ცხრიანში" გაშვებული ბურთი მასპინძელთა მეკარემ მოიგერია, დიმიტრი ტატანაშვილმა კი კიპერთან პირისპირ გასვლით ვერ იხეირა. ბოლოს "რენმა" მაინც იძალა და ორი უსწრაფესი შეტევა გოლით დააგვირგვინა.

ისიც უნდა ითქვას, რომ "მეტალურგმა" არაოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს საფრანგეთში ლუკა რაზმაძე და გიორგი მურველაშვილი ვერ გაჰყვნენ, ამას გარდა, სამწვრთნელო შტაბმა თავის გამოჩენისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა რამდენიმე ახალ ფეხბურთელს მისცა. ალექსანდრე კვახაძე სათადარიგოთა შორის იყო, მის არყოფნაში კი "მეტალურგის" კაპიტნობა მოდებაძემ გასწია.

მოკლედ, რუსთაველები ევროტურნირს დაურცხვენლად ემშვიდობებიან და დღეიდან მთლიანად შინაურ შეჯიბრებებზე გადაერთვებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული