"ბრიუგე" და აეკ-ი - ძლიერნი, მაგრამ არა უძლეველნი

AutoSharing Option
"სტოკი", "ალკმაარი", "სპარტა", "ზალცბურგი", "სევილია", "შალკე", "რენი", "აუსტრია", "ბრაგა", "სტანდარდი" - წინასწარ ჯგუფებად დახარისხების შემდეგ პირველი ხუთი "ზესტაფონის" სავარაუდო მეტოქე იყო, მეორე ხუთეული - "დინამოსი". აქედან გამომდინარე, ფორტუნასთან სასაყვედურო არაფერი უნდა გვქონდეს.

ქართულ კლუბებს ევროპის ლიგის პლეი ოფში საკმაოდ ძლიერი, მაგრამ მაინც ისეთი მოწინააღმდეგეები შეხვდნენ, რომლებთანაც უშანსოდ არ უნდა ვიყოთ. "სევილიასა" და "შალკეზე" რომ არაფერი ვთქვათ, გადახედეთ სხვა წყვილებს და ნახეთ, რამდენი სოლიდური კლუბი აგვცდა.

ასე რომ, უკმაყოფილების საბაბი არ უნდა გვქონდეს და წარმოუდგენლად სულაც არ გვეჩვენება, "ზესტაფონმა" "ბრიუგეს", "დინამომ"
კი აეკ-ის ბარიერი რომ გადალახონ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს ამოცანა არცთუ იოლად განსახორციელებელია.

გუშინ საღამოს ისიც გაირკვა, რომ "ზესტაფონი" პირველ მატჩს შინ, უფრო ზუსტად, ეროვნულ სტადიონზე ჩაატარებს, "დინამო" კი ჯერ ათენში ითამაშებს.

ევროპის ლიგა. პლეი ოფი. 18 და 25 აგვისტო
მაქაბი თ. (ისრაელი)-პანათინაიკოსი (საბერძნეთი)
ატლეტიკო (ესპანეთი)-სეტუბალი (პორტუგალია)
შემროკ როვერსი (ირლანდია)-პარტიზანი (სერბეთი)
მეტალისტი (უკრაინა)-სოშო (საფრანგეთი)
ბეშიქთაში (თურქეთი)-ალანია (რუსეთი)
რუსენბორგი (ნორვეგია)-აეკ (კვიპროსი)
ვორსკლა (უკრაინა)-დინამო ბ. (რუმინეთი)
ბურსასფორი (თურქეთი)-ანდერლეხტი (ბელგია)
რომა (იტალია)-სლოვანი (სლოვაკეთი)
ოლიმპიაკოს ვოლუ (საბერძნეთი)-პსჟ (საფრანგეთი)
ლეგია (პოლონეთი)-სპარტაკი მ. (რუსეთი)
ეკრანასი (ლიტვა)-ჰაპოელი თ. (ისრაელი)
პაოკ (საბერძნეთი)-კარპატი (უკრაინა)
ტრაბზონსფორი (თურქეთი)-ატლეტიკი (ესპანეთი)
ჰართსი (შოტლანდია)-ტოტენჰემი (ინგლისი)
მარიბორი (სლოვენია)-რეინჯერსი (შოტლანდია)
სტიაუა (რუმინეთი)-ცსკა ს. (ბულგარეთი)
ნორდსიელანდი (დანია)-სპორტინგი (პორტუგალია)
დნიპრო (უკრაინა)-ფულჰემი (ინგლისი)
ლოკომოტივი მ. (რუსეთი)-სპარტაკი (სლოვაკეთი)
სიონი (შვეიცარია)-სელტიკი (შოტლანდია)
ვროცლავი (პოლონეთი)-რაპიდი (რუმინეთი)
ლიტექსი (ბულგარეთი)-დინამო კ. (უკრაინა)
ლაციო (იტალია)-რაბოტნიჩკი (მაკედონია)
ნასიონალი (პორტუგალია)-ბირმინგემი (ინგლისი)
პსვ (ჰოლანდია)-რიდი (ავსტრია)
თუნი (შვეიცარია)-სტოკი (ინგლისი)
ოლესუნდი (ნორვეგია)-ალკმაარი (ჰოლანდია)
ვასლუი (რუმინეთი)-სპარტა (ჩეხეთი)
ომონია (კვიპროსი)-ზალცბურგი (ავსტრია)
ზესტაფონი (საქართველო)-ბრიუგე (ბელგია)
ჰანოვერი (გერმანია)-სევილია (ესპანეთი)
ჰიკ (ფინეთი)-შალკე (გერმანია)
აეკ (საბერძნეთი)-დინამო (საქართველო)
რენი (საფრანგეთი)-ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
გაზ მეთანი (რუმინეთი)-აუსტრია (ავსტრია)
ბრაგა (პორტუგალია)-იანგ ბოიზი (შვეიცარია)
სტანდარდი (ბელგია)-ჰელსინგბორგი (შვედეთი)


Sportall.Ge
ბრიუგე - დიდი ისტორია ახალგაზრდულ მხრებზე
დაარსდა 1891 წელს
ფერები: ლურჯი, შავი
სტადიონი: იან ბრეიდელი (ტევადობა 29 042)
პრეზიდენტი: ბარტ ვერჰაეგე
მთავარი მწვრთნელი: ადრი კოსტერი (ჰოლანდია)
ტიტულები: ბელგიის 13-გზის ჩემპიონი (ბოლოს 2005-ში), ბელგიის თასის 10-გზის მფლობელი (ბოლოს 2007-ში), ბელგიის სუპერთასის 13-გზის მფლობელი (ბოლოს 2005-ში)
სხვა მიღწევები: ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1978), უეფას თასის ფინალისტი (1976)

მეკარეები
1. კოლინ კუსემანსი 19
33. ვლადიმირ კუიოვიჩი 32 სერბ.
მცველები
3. მიხაელ ალმებეკი 23 შვედ.
4. კარლ ჰოფკენსი 32
5. ფრედრიკ სტენმანი 28 შვედ.
18. რაიან დონკი 25 ჰოლ.
21. პიეტრო პერდიკიცი 17
24. დან ვან გისეგემი 23
28. ჟან ვანსტენკისტე 18
ნახევარმცველები
2. ტომ ჰოგლი 27 ნორვ.
6. ნიკი ზიმლინგი 26 დანია
7. ვილფრედ დალმა 29 საფრ.
8. ლიორ რაფაელოვი 25 ისრ.
10. ნაბილ დირარი 25 მაროკო
11. ჟონატან ბლონდელი 27
13. ვიქტორ ვასკესი 24 ესპ.
20. ტიბო ვან აკერი 19
26. ფრის დეშილდერი 18
32. ვადის ოჯიჯა 22
თავდამსხმელები
9. ბიორნ ვლემინკი 25
15. ჯოზეფ აკპალა 24 ნიგ.
16. მაქსიმ ლესტიენი 19
19. თომას მუნიე 19
27. ჯიმი დე იონგი 19
30. ნიკ ვან ბელე 18

"ბრიუგე" ყოველთვის იყო ბელგიური ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი და ევროპაშიც არასდროს ყოფილა ხელწამოსაკრავი, რაზეც ევროტურნირების ორ ფინალში გასვლაც მოწმობს, თუმცა ბოლო ექვსი წელია, ჩემპიონი აღარ გამხდარა. ევროპის ლიგის საგზური კი ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე ადგილით მოიპოვა. ჩემპიონ "ანდერლეხტს" "ბრიუგე" მთელი 12 ქულით ჩამორჩა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 16 გოლით ხორვატი ივან პერიშიჩი გახდა, რომელიც უკვე დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელია.

შარშან "ზესტაფონის" მეტოქე ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მივიდა, მაგრამ იქ თავი ბევრით ვერაფრით გამოიჩინა, ექვს მატჩში სამი წააგო, სამიც ფრედ დაასრულა და "ვილიარეალთან", პაოკ-სა და ზაგრების "დინამოსთან" ჭიდილში ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

წლევანდელ ევროპის ლიგაში "ბრიუგე" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და გიორგი ადამიას "ყარაბახს" აჯობა - აზერბაიჯანელები შინ 4:1 გაანადგურა, სტუმრად კი 0:1 წააგო.

თუ შემადგენლობას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ "ბრიუგე" ახალგაზრდული გუნდია, რომელშიც ცნობილი ფეხბურთელი არცთუ ბევრია. შეგვიძლია გამოვარჩიოთ ჰოლანდიელი რაიან დონკი ("ალკმაარში" შოთა არველაძის თანაგუნდელი იყო) და ისრაელის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ლიორ რაფაელოვი, რომელმაც "ბრიუგეს" ლადო დვალიშვილის "მაქაბიდან" მიაშურა.

ბელგიის ახალი ჩემპიონატი "ბრიუგემ" ეფექტურად დაიწყო - საკუთარ მოედანზე "ვესტერლო" 5:0 გაანადგურა.


Sportall.Ge
აეკ - პირველი, რაც გვახსენდება: ქეცბაია
დაარსდა 1924 წელს
ფერები: ყვითელი, შავი
სტადიონი: ათენის ოლიმპიური (ტევადობა 69 618)
პრეზიდენტი: სტავროს ადამიდისი
მთავარი მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი (ესპანეთი)
ტიტულები: საბერძნეთის 11-გზის ჩემპიონი (ბოლოს 1994-ში), საბერძნეთის თასის 14-გზის მფლობელი (ბოლოს 2011-ში), საბერძნეთის სუპერთასის 3-გზის მფლობელი (ბოლოს 1996-ში)
სხვა მიღწევები: უეფას თასის ნახევარფინალისტი (1977), ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალისტი (1969), თასების მფლობელთა თასის ორგზის მეოთხედფინალისტი (1997, 1998)

მეკარეები
22. იანის არაბაცისი 27
23. დიმიტრიოს კონსტანტოპულოსი 32
28. თეოდოროს მოსკონასი 20
მცველები
2. იანის კონტოსი 25
4. კონსტანტინოს მანოლასი 20
5. ტრაიანოს დელასი 35
6. კალა 21 ესპ.
13. ელფარ ფრეირ ჰელგასონი 22 ისლ.
15. ნიკოს კარაბელასი 26
31. ნიკოს გეორგეასი 34
47. მავრუდის ბუგაიდისი 18
66. ნიკოს ენგლეცუ 18 კვიპ.
92. სოკრატის ცუკალასი 19
ნახევარმცველები
1. პანტელის კაფესი 33
7. როჟერი 29 ბრაზ.
9. ლეონარდო 24 ბრაზ.
10. ხოსე კარლოსი 24 ესპ.
14. გრიგორის მაკოსი 24
17. ანესტის არგერიუ 23
19. პანაიოტის ლაგოსი 26
21. პაპა ბუბა დიოპი 33 სენ.
24. ნათან ბარნსი 23 ახ. ზელ.
30. ჯოზეფ აგირიბა 22 განა
90. სავას გენცოღლუ 20
93. დიმიტრიოს ფროქსილასი 18
თავდამსხმელები
8. ლეო ბელეკი 18 კამ.
11. დიმიტრიოს სიალმასი 25
22. ეიდურ გუდიონსენი 32 ისლ.
29. გეორგიოს ნიკოლცისი 19
33. ნიკოს ლიბეროპულოსი 36

პირველი ასოციაცია, რაც ქართველ გულშემატკივრებში ათენის აეკ-მა შეიძლება გამოიწვიოს, თემურ ქეცბაიას უკავშირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ხომ ამ კლუბის ღირსებას სამი სეზონის განმავლობაში (1994-97 წლებში) იცავდა და მასთან ერთად ორჯერ საბერძნეთის თასი, ერთხელ კი სუპერთასი მოიგო.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ აეკ-ისა და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირებაც. ათენელები და ქუთათურები ერთმანეთს 1999 წელს უეფას თასზე გადაეყარნენ და თუკი "ტორპედო" შინ მხოლოდ 0:1 დამარცხდა, საპასუხო მატჩში 1:6 განადგურდა.

"დინამოს" მეტოქეს 47 წლის ესპანელი მანოლო ხიმენესი წვრთნის, რომელსაც სამი წელიწადი "სევილიასთვის" უთავკაცია. ასე რომ, ალექს გარსიას საკმაოდ გამოცდილ თანამემამულესთან მოუწევს დაპირისპირება.

აეკ-მა გასული სეზონი საბერძნეთის თასის მოპოვებით დაასრულა, ჩემპიონატში კი მესამე ადგილზე გავიდა. რასაკვირველია, ხიმენესის გუნდი ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდია, მაგრამ "ოლიმპიაკოსსა" და "პანათინაიკოსთან" ტოლ-სწორად ბრძოლა მაინც უჭირს.

წლევანდელი ევროპის ლიგის პლეი ოფში ათენელები პირდაპირ დაუშვეს, შარშანდელი გათამაშება კი აეკ-მა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა, სადაც "ზენიტსა" და "ანდერლეხტს" ჩამორჩა და მხოლოდ სპლიტის "ჰაიდუკს" გაასწრო.

აეკ-ის ყველაზე ცნობილი ფიგურა, ცხადია, ევროპის 2004 წლის ჩემპიონი ტრაიანოს დელასია, დიდი ძალაა ახალწვეული ეიდურ გუდიონსენი, გუნდის ლიდერი კი კაპიტანი პანტელის კაფესია, რომელიც წინახაზელისთვის უჩვეულო 1-ნომრიანი მაისურით თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაიხარე დავით, მომეწონა შენი სიტყვები, ესე იგი საკმაოდ ნორმალური შანსი გვაქვს.
rosoneri_95
14:36 06-08-2011
0
ნეტა რამდენი წელი გვიკლია იქამდე ბრუგეს და აეკს რომ ტოლსწორად ვეთამაშოთ.
ramo
12:57 06-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული