გასულ უქმეებზე ბელგიის პრო ლიგაში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. "ბრიუგე" სტუმრად "სენტ ტრუიდენს" შეხვდა და 3:3-ს დასჯერდა. არადა, პირველი ტაიმი "ზესტაფონის" მეტოქემ 3:0 მოიგო, მეორე ნახევარში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა და "სენტ ტრუიდენმა" თამაშის გადარჩენა ათი კაცით შეძლო.
"ბრიუგემ" ამ შემადგენლობით ითამაშა: კუსემანსი, დონკი, ჰოფკენსი, ალმებეკი, ვანსტენკისტი (78. ჰოგლი), ზიმლინგი, ოჯიჯა-ოფოე, რაფაელოვი, ვლემინკი,
ამ მატჩში დუბლი შეასრულა ებრაელმა ლიორ რაფაელოვმა, ერთი გოლი კი მაქსიმ ლესტიენის ანგარიშზეა.
ადრი კოსტერის გუნდმა ორ ტურში ოთხი ქულა მოიპოვა და რაკი ქულათა მაქსიმუმი არავის აქვს, ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით "ბრიუგე", რომელმაც პირველ ტურში შინ "ვესტერლო" 5:0 გაანადგურა, პირველ ადგილზეა.
ალბათ, გახსოვთ 2002 წლის მუნდიალის გახსნის მატჩი, როცა სენეგალმა საფრანგეთს სენსაციურად 1:0 მოუგო, გამარჯვების გოლი კი პაპა ბუბა დიოპმა გაიტანა. გასულ სეზონში იგი აეკ-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მაგრამ თბილისში ვეღარ ვიხილავთ, რადგან ოჯახური მიზეზების გამო კლუბი უკვე დატოვა.
საბერძნეთში ჩემპიონატი არ დაწყებულა და იქაური კლუბები ჯერაც საკონტროლო მატჩებს თამაშობენ. ბოლო სპარინგი აეკ-მა ათენის ოლიმპიურ სტადიონზე ესპანურ "ხეტაფესთან" ჩაატარა და 0:1 წააგო.
"დინამოს" მოწინააღმდეგის შემადგენლობა ასეთი იყო: კონსტანტინოპულოსი, კარაბელასი, დელასი, მანოლასი, მაკოსი (74. კლონარიდისი), გეორგეასი, ენცოღლუ (25. კაფესი), გუდიონსენი (66. სიალმასი), ხოსე კარლოსი, ბელეკი (84. ლეონარდო), ლიბეროპულოსი (86. ლაგოსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"