18 საათზე "ბორის პაიჭაძეზე" "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭიაბრიშვილის პრესკონფერენციაა დაგეგმილი, რასაც "ზესტაფონის" ვარჯიში მოჰყვება. "ბრიუგეს" მთავარი მწვრთნელი ადრი კოსტერი პრესკონფერენციას 19 საათსა და 30 წუთზე გამართავს, რის შემდეგაც მისი გუნდის ვარჯიში დაიწყება.
"ბრიუგე" თბილისს 19 ფეხბურთელით სტუმრობს.
მეკარეები: ვლადან კუიოვიჩი, კოლინ კუსემანსი, სვენ დოსტი;
მცველები: მიქაელ ალმებეკი, ტომ ჰიოგლი, კარლ ჰუფკენსი, რაიან დონკი, ჯიმი დე იონგი, იან
ნახევარმცველები: ლიორ რაფაელოვი, ნიკი ზიმლინგი, ნაბილ დირარი, ჯონათან ტომას მუნიე, ტიბო ვან აკერი, ფრის დიშლიდერი, ვადის ოჯიჯა-ოფოე;
თავდამსხმელები: ვიქტორ ვასკესი, ჟოზეფ აკპალა, მაქსიმ ლისტინი.
ტრავმის გამო ბელგიელებს თავდამსხმელი ბიორნ ვლემინკსი ვერ დაეხმარება, მცველმა მიქაელ ალმებეკი კი, იმის მიუხედავად, რომ ბელგიის ჩემპიონატის წინა ტურში ცხვირი გაიტეხა, სათამაშოდ მაინც მზადაა.
"ზესტაფონი"-"ბრიუგე" ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას ავსტრიელი ჰარალდ ლეხნერი განჯის. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია.
გუშინ, "ზესტაფონთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია დადასტურდა - ბუბა დაუშვილი, რომელმაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, დუბლებში გადაიყვანეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"