"ბრიუგე" დღეს ჩამოფრინდება, დაუშვილი დუბლებში გადაიყვანეს

AutoSharing Option
"ბრიუგე" თბილისში დღეს ნაშუადღევს ჩამოფრინდება და სასტუმრო "რედისონში" დაბინავდება, საღამოს კი ეროვნულ სტადიონზე მატჩის წინა დღისთვის განსაზღვრული ყველა ღონისძიება გაიმართება.

18 საათზე "ბორის პაიჭაძეზე" "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭიაბრიშვილის პრესკონფერენციაა დაგეგმილი, რასაც "ზესტაფონის" ვარჯიში მოჰყვება. "ბრიუგეს" მთავარი მწვრთნელი ადრი კოსტერი პრესკონფერენციას 19 საათსა და 30 წუთზე გამართავს, რის შემდეგაც მისი გუნდის ვარჯიში დაიწყება.

"ბრიუგე" თბილისს 19 ფეხბურთელით სტუმრობს.
მეკარეები: ვლადან კუიოვიჩი, კოლინ კუსემანსი, სვენ დოსტი;
მცველები: მიქაელ ალმებეკი, ტომ ჰიოგლი, კარლ ჰუფკენსი, რაიან დონკი, ჯიმი დე იონგი, იან
ვენსტიინკისტე;
ნახევარმცველები: ლიორ რაფაელოვი, ნიკი ზიმლინგი, ნაბილ დირარი, ჯონათან ტომას მუნიე, ტიბო ვან აკერი, ფრის დიშლიდერი, ვადის ოჯიჯა-ოფოე;
თავდამსხმელები: ვიქტორ ვასკესი, ჟოზეფ აკპალა, მაქსიმ ლისტინი.

ტრავმის გამო ბელგიელებს თავდამსხმელი ბიორნ ვლემინკსი ვერ დაეხმარება, მცველმა მიქაელ ალმებეკი კი, იმის მიუხედავად, რომ ბელგიის ჩემპიონატის წინა ტურში ცხვირი გაიტეხა, სათამაშოდ მაინც მზადაა.

"ზესტაფონი"-"ბრიუგე" ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას ავსტრიელი ჰარალდ ლეხნერი განჯის. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია.

გუშინ, "ზესტაფონთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია დადასტურდა - ბუბა დაუშვილი, რომელმაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, დუბლებში გადაიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
უსამართლო განწყობები დინამოს და საერთოდ თბილისელების მიმართ, არადა გაიხსენონ რამდენმა თბილისელმა დავუჭირეთ მხარი შტურმთან თამაშში... და აქეთ დაიწყეს საყვედურები... შედეიც სახეზეა, უსაფუძვლო ამბიციებმა და ბაქი ბუქობამ საქმე დაშლამდეც კი მიიყვანა..
irakli
19:06 17-08-2011
0
ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება, ხელშეკრულება გააგრძელოს ან არ გააგრძელოს. დაუშვილმა კარგად იცის, რომ თავისუფალ აგენტად ბევრად უკეთეს გუნდში გადავა და რატო უნდა გააგრძელოს ხელშეკრულება, ვერ გამიგია.
Giorgipirweli
18:05 17-08-2011
0

სიახლეები პოპულარული