ცნობილია იმ მსაჯთა ვინაობა, რომლებიც ხვალ "ზესტაფონისა" და "დინამოს" საევროლიგო მატჩებს მოემსახურებიან.
ბელგიური "ბრიუგესა" და "ზესტაფონის" დაპირისპირებას ფინელი ტონი ასუმაა განსჯის, ხოლო "დინამოსა" და ბერძნული აეკ-ის თამაშს სლოვენიელი დარკო ჩეფერინი გაუძღვება.