"დინამოს" მარჯანიშვილის თეატრი უქომაგებს

AutoSharing Option
"დინამოსა" და აეკ-ის მატჩისთვის, ცხადია, გულშემატკივრებიც ემზადებიან. დინამოელთა ოფიციალურ ფანკლუბ "გლადიატორების" წევრებმა ფლაერების დარიგება მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყეს.

"გლადიატორების" ნაწილი დიღომში, "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა, ნაწილი კი - მეტროსადგურ "სარაჯიშვილთან".

თბილისურ კლუბს ცნობილი მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ - მატჩზე დასასწრები ბილეთები მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებმა შეიძინეს.

"თეატრის დასი 25 აგვისტოს შეხვედრას დაესწრება და "დინამოს" უქომაგებს. თეატრალური საზოგადოება წარსულში დინამოელთა გამორჩეული გულშემატკივარი იყო და სასიამოვნოა, რომ ეს ტრადიცია გრძელდება" - იუწყება კლუბის ვებგვერდი.

გულშემატკივარს მიმართა "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიამაც, რომელმაც ქომაგებს მადლობა გადაუხადა გუნდის
მხარდაჭერისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანუ მოვიგეთ თამაში? მითითებულია ანგარიშით ეგრეა
შოთა
09:03 05-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული