"მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი აეროპორტში პასპორტის გარეშე მივიდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ნანი და დენი უელბეკი მანჩესტერის აეროპორტში პასპორტის გარეშე მივიდნენ.

15 თებერვალს "მანჩესტერ იუნაიტედის" გუნდი ევროპა ლიგაში "აიქსთან" შესახვედრად ამსტერდამში გაემგაზვრა. გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე ნანიმ და უელბეკმა აღმოაჩინეს, რომ პასპორტები არ ჰქონდათ, თუმცა ორივე მოთამაშე თვითმფრინავის ბორტზე მაინც მოხვდა.

უელბეკმა პასპორტის მოტანა თავის მეგობარს დაავალა, ხოლო როგორ აღმოჩნდა თვითმფრინავში ნანი, უცნობია.

ევროპა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი "აიაქსისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის 16 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი მანჩესტერში 23 თებერვალს გაიმართება.

მომზადებულია The
Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული