ამის მიზეზი მატჩის რეფერიდ ჩუნეოიტა ჩაკირას დანიშვნაა, რომელმაც შარშან იტალიელს კიევის დინამოელი გორან პოპოვის წინააღმდეგ უხეშობისთვის წითელი ბარათი უჩვენა.
"მარიოს ველაპარაკე. მას ვუთხარი: ინგლისის ჩემპიონატში სულ 13 მატჩი დაგვრჩა და ევროპის ლიგის თამაშები. გთხოვ, კარგად მოიქეცი და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრე", - თქვა მანჩინიმ.