რობერტო მანჩინიმ მარიო ბალოტელის მოედანზე კარგად მოქცევა სთხოვა

AutoSharing Option
"პორტუსთან" ევროპის ლიგის პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩის წინ "მანჩესტერ სიტის" თავკაცი რობერტო მანჩინიმ თავისი გუნდის თავდამხმელ მარიო ბალოტელის ესაუბრა.

ამის მიზეზი მატჩის რეფერიდ ჩუნეოიტა ჩაკირას დანიშვნაა, რომელმაც შარშან იტალიელს კიევის დინამოელი გორან პოპოვის წინააღმდეგ უხეშობისთვის წითელი ბარათი უჩვენა.

"მარიოს ველაპარაკე. მას ვუთხარი: ინგლისის ჩემპიონატში სულ 13 მატჩი დაგვრჩა და ევროპის ლიგის თამაშები. გთხოვ, კარგად მოიქეცი და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრე", - თქვა მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული