მარიო ბალოტელის და იაია ტურეს პორტუგალიაში რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" უეფას შეატყობინა, რომ "პორტუსთან" ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ მატჩში ინგლისური გუნდის ფეხბურთელებს მარიო ბალოტელის და იაია ტურეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

"არ ვიცი, რატომ მოხდა ეს. როგორც ჩანს, სხვა ქვეყნებში შავკანიანი ფეხბურთელების დანახვა აოცებთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ ტურემ.

"პორტუსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის მატჩი სტუმრების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 22 თებერვალს ინგლისში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული