დიეგო სიმეონე: მადრიდის "ატლეტიკომ" რომის "ლაციოსთან" შესანიშნავად ითამაშა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სომეონე " რომის "ლაციოსთან" ევროპის ლიგის 1/16 ფინალის გასვლით მატჩში თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

არგენტინელი სპეციალისტის შეგირდებმა მასპინძლები 3:1 დაამარცხეს.

"ატლეტიკომ" შესანიშნავი გუნდური თამაში აჩვენა. ჩემმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ ამბიცია და საკუთარი ღირსების გრძნობა აქვთ.

თამაში იოლი არ ყოფილა. არ გაგვიმართლა და მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. თუმცა ამ წუთიდან "ატლეტიკომ" სამაგიეროს მიზღვა დაიწყო.

ეჭვგარეშეა, რომ რთული საპასუხო მატჩი გველის.", - თქვა სიმეონემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული