ჰალკი: ყველაფერი მანჩესტერში გადაწყდება

AutoSharing Option
"პორტუს" ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკი ევროპის ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის (1:2) გამო არ ნერვიულობს.

"რთული მატჩი გამოვიდა. ბოლომდე ვიბრძოდით, თუმცა სამწუხაროდ წავაგეთ. დიახ, ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად შანსები მაინც დაგვრჩა. ყველაფერი მანჩესტერში გადაწყდება", -განაცხადა ჰალკმა SIC-თან ინტერვიუში.

ბრაზილიელმა ასევე მატჩის 26-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზეც ისაუბრა, სადაც არბიტრმა "სიტის" კარში პენალტი არ დანიშნა.

"მიჩვეული არ ვარ არბიტრების გადაწყევტილებები განვსაჯო. მხოლოდ ერთს ვიტყვი, უმიზეზოდ
არასდროს ვეცემი.

ყოველშემთხვევაში, ფეხბურთს არბიტრები არ თამაშობენ და ჩვენს კარში გოლები მათ არ გაუტანიათ", - დასძინა თავდამსხმელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული