შეგახსენებთ, რომ "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართულ პირველ შეხვედრაში "ატლეტიკომ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 3:1. სწორედ მიროსლავმა გახსნა იმ შეხვედრაში ანგარიში, შემდეგ კი უკვე რადამელ ფალკაომ გაიბრწყინა.
ცნობილი გახდა, რომ კლოზე თანაგუნდელებს მადრიდში ვერ დაეხმარება. მიროსლავს ზურგის ტკივილი აწუხებს და "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ მისი გაფრთხილება გადაწყვიტა.
კლოზეს გარდა "ლაციოს" ლაზარეთში ტომაზო როკი, კრისტიან ბროკი, ლორიკ ცანა, ჯუზეპე ბიაზი და მარიუს სტანკიავიჩუსი იმყოფებიან.