ევროპალიგა. 1/16 ფინალი: "პორტუს" ტიტული წაართვეს [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ევროპალიგა. 1/16 ფინალი. საპასუხო მატჩი
მან. სიტი-პორტუ 4:0 (2:1)
გოლები: 1:0 აგუერო (1), 2:0 ჯეკო (76), 3:0 სილვა (84), 4:0 პისარო (86)

მოკლედ, ახლა ანდრე ვილაშ ბოაშის არც ახლანდელი და არც ყოფილი გუნდები ვარგობენ - 22 თებერვალს "პორტუმ" მანჩესტერში თავი შეირცხვინა, 0:4 წააგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში "სიტისთან" 1:6 დათმო.

დათმო ტიტულიც, რომელიც შარშან პორტუგალიურ გრანდს სწორედ ვილაშ ბოაშმა მოაგებინა.

ანგარიში სერხიო აგუერომ მე-19 წამზე (!) გახსნა. ამაზე ცუდად თამაშს სტუმრები უბრალოდ ვერ დაიწყებდნენ. ამის შემდეგ კარგა ხანს არ შეცვლილა ანგარიში,
გოლების წვიმა მეორე ნახევრის ბოლო 15 წუთში წამოვიდა: ედინ ჯეკომ, დავიდ სილვამ და დავიდ პიზარომ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

"სიტის" იტალიელი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ტრიუმფალური სეზონი გრძელდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული