მან. სიტი-პორტუ 4:0 (2:1)
გოლები: 1:0 აგუერო (1), 2:0 ჯეკო (76), 3:0 სილვა (84), 4:0 პისარო (86)
მოკლედ, ახლა ანდრე ვილაშ ბოაშის არც ახლანდელი და არც ყოფილი გუნდები ვარგობენ - 22 თებერვალს "პორტუმ" მანჩესტერში თავი შეირცხვინა, 0:4 წააგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში "სიტისთან" 1:6 დათმო.
დათმო ტიტულიც, რომელიც შარშან პორტუგალიურ გრანდს სწორედ ვილაშ ბოაშმა მოაგებინა.
ანგარიში სერხიო აგუერომ მე-19 წამზე (!) გახსნა. ამაზე ცუდად თამაშს სტუმრები უბრალოდ ვერ დაიწყებდნენ. ამის შემდეგ კარგა ხანს არ შეცვლილა ანგარიში,
"სიტის" იტალიელი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ტრიუმფალური სეზონი გრძელდება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"