"მანჩესტერ იუნაიტედს" ნანი, ანდერსონი და ფილ ჯონსონი ვერ დაეხმარებიან

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანეთში გაემგზავრა, სადაც ბილბაოს "ატლეტიკთან" ევროპის ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ინგლისში ჩატარდა, რომელიც ბასკებმა 3:2 მოიგეს.

"წითელ ეშმაკებს" ფილ ჯონსონი, ანდერსონი და ნანი ვერ დაეხმარებიან, სამაგიეროდ მწყობრშია ანტონიო ვალენსია.

ვალენსიამ ტრავმა "აიქსთან" შეხვედრაში მიიღო და რამდენიმე მატჩი გამოტოვა. ვალენსიას ნანის შეცვლა მოუწევს, რომელიც "ვესტ ბრომვიჩთან" დაპირისპირებაში დაშავდა.

ესპანეთში გუნდს ასევე ახალგაზრდა ნახევარმცველი პოლ პოგბაც გაჰყვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული