რობერტო მანჩინი: ახლა დაკარგული პირველი ადგილისთვის ტირილის დრო არაა!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ლისაბონის "სპორტინგთან" ევროპის ლიგის 1/8-ფინალური მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის მიმდინარე სეზონში ჯერ დაკარგული არაფერია.

"პორტუგალიაში და "სუონსისთან" მატჩში ის ფეხბურთი არ გვიჩვენებია, რომელსაც ჩვეულებრივ ვთამაშობთ. იმ მატჩებში დამარცხებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ უკეთესად უნდა ვითამაშოთ.

ახლა ინგლისის ჩემპიონატში დაკარგული პირველი ადგილის გამო ტირილის დრო არ არის. ძლიერები უნდა ვიყოთ და ჩვენი გზა გავაგრძელოთ. ბოლოს და ბოლოს, ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩებით. წინ კიდევ 10 მატჩია და ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია", - თქვა მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული