ტურნირის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში იტალიელი სპეციალისტის შეგირდებმა ლისაბონის "სპორტინგი" 3:2 დაამარცხეს, მაგრამ პირველი მატჩის შედეგის გათვალისწინებით, შემდეგ ეტაპზე პორტუგალიელები გავიდნენ.
"მარიო ბალოტელის თამაშით იმედგაცრუებული ვარ, რადგან პირველი გოლი მის წარუმატებელ მოქმედებებს მოჰყვა. მაგრამ გუნდი რომ მეოთხედფინალში ვერ გავიდა, დამნაშავე ის არ არის. შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარ და არა მარიო. ფეხბურთელებმა მოედანზე, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს.
რაც შეეხება თამაშს, პირველი ტაიმი უცნაური გამოდგა.
ველოდით, რომ პორტუგალიელები კონტრშეტევებზე ითამაშებდნენ, მაგრამ ჩვენი გუნდის სათამაშო ხაზებს შორის ძალიან დიდი წყვეტა იყო.
მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, სამი გოლის გატანა მოვახერხეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვქონდა.
გულშემატკივრების ძალიან მრცხვენია, რადგან ისინი "მანჩესტერ სიტის" მეოთხედფინალში ხილვას იმსახურებდნენ", - თქვა მანჩინიმ.