ევროპალიგა. 1/4 ფინალი. I მატჩები: ესპანეთი-გერმანია 2:0

AutoSharing Option
ვიდეო
ევროპალიგა. 1/4 ფინალი. I მატჩები
ატლეტიკო-ჰანოვერი 2:1
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში - არდა თურანი, სუარესი, გაბი, კოკე (61. დიეგო) - ადრიან ლოპესი (70. სალვიო), ფალკაო.
ჰანოვერი (4-4-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეცი, პანდერი (70. შულცი) - შტინდლი, შმიდებახი (56. ია კონანი), პინტო, რაუში - შლაუდრაფი, დიუფი (82. აბდელაუე).
გოლები: 1:0 ფალკაო (9), 1:1 დიუფი (38), 2:1 სალვიო (89)
გაფრთხილება: ხუანფრანი, გაბი, გოდინი, დიეგო, არდა - პინტო, შლაუდრაფი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 10-5
(4-3); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 20 000

ალკმაარი-ვალენსია 2:1
ალკმაარი (4-3-3): ალვარადო - მარსელისი, მოისანდერი, კლავანი, პოულსენი - მარტენსი, ელმი, მაჰერი - გუდმუნდსონი, ალტიდორი (77. ბენშოპი), ჰოლმანი.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რ. კოშტა, დეალბერტი, მატიო (77. პიატი) - მ. თოპალი, ტინო კოსტა - პ. ერნანდესი, ფეგული (64. ჟონასი), ალბა - სოლდადო.
გოლები: 1:0 ჰოლმანი (45), 1:1 მ. თოპალი (51), 2:1 მარტენსი (79)
გაფრთხილება: მაჰერი - ბარაგანი, დეალბერტი
კუთხური: 8-12; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8-9 (5-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 16 100

შალკე-ბილბაო 2:4 (იხილეთ ვიდეო)
შალკე (4-1-3-2): ჰილდებრანდი (46. შობერი) - უჩიდა, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი - ჰოგერი (55. ჰოლტბი), რაული, დრაქსლერი (55. ხურადო) - ფარფანი, ჰუნტელაარი.
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე (70. ი. პერესი) - იტურასპე, დე მარკოსი (84. ეკიზა), ანდერი (46. ი. გომესი) - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი.
გოლები: 0:1 ფ. ლორენტე (20), 1:1 რაული (22), 2:1 რაული (60), 2:2 ფ. ლორენტე (73), 2:3 დე მარკოსი (81), 2:4 მუნიაინი (92)
გაფრთხილება: ჰოგერი, უჩიდა, ჰუნტელაარი - იტურასპე, ამორებიეტა, პერესი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13-10 (7-6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 53 883

სპორტინგი-მეტალისტი 2:1
სპორტინგი (4-3-1-2): პატრისიო - პერეირა, ჩანდაო, პოლგა, ინსუა - ფერნანდეში, კარიკო (70. ნეტო), სხაარსი - იზმაილოვი (79. კარილიო) - კაპელი (71. ხეფრენი), ვან ვოლფსვინკელი.
მეტალისტი (4-2-3-1): გორიაინოვი - ობრადოვიჩი, გიე, ტორსილიერი, ვილიაგრა - ტორესი, შავიერი - სოსა (92. ვალიაევი), ბლანკო (77. მარლოში), ტაისონი - კრისტალდო (66. დევიჩი).
გოლები: 1:0 იზმაილოვი (51), 2:0 ინსუა (64), 2:1 შავიერი (90)
გაფრთხილება: იზმაილოვი, კარიკო, პატრისიო - ტორსილიერი, გიე, შავიერი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 14-23; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 10-7 (7-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 27 000

რაულ გონსალეს ბლანკო მართლაც ლეგენდაა - ის ევროთასების ისტორიაში მთავარი გოლეადორია 75 გოლით. რაულთან ახლოსაც არავინაა ("მალაგას" რუუდ ვან ნისტელროის ევროთასებზე 60 გოლი აქვს გატანილი, ხოლო კიევის "დინამოს" ანდრეი შევჩენკოს - 59).

34 წლის ვეტერანმა 29 მარტს დუბლი შეასრულა ევროპალიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში თავისივე თანამემამულეების კარში. "ხუმარების" ფანებისთვის ვაგლახ, რაულის გმირობა საკმარისი არ ყოფილა თუნდაც მარცხისგან თავის დასახსნელად - "ბილბაომ" წლევანდელ გათამაშებაში მორიგი ბრწყინვალე საგარეო გამარჯვება ჩაიწერა - 4:2 და ცალი ფეხით ნახევარფინალშია.

ბასკთაგან დუბლი "მეფე ლომმა", ფერნანდო ლორენტემ შეასრულა; თითო გოლიც უნივერსალმა ოსკარ დე მარკოსმა და ესპანური ფეხბურთის ვუნდერკინდმა იკერ მუნიაინმა გაიტანეს.

ევროპალიგის ამ ეტაპზე ოთხიდან 2 წყვილი გერმანულ-ესპანური დაპირისპირებით იქცევდა ყურადღებას. ესპანელებმა მეორე დაპირისპირებაც მოიგეს, თუმცა ამჯერად გადაწყვეტილად ვერაფერს ვიტყვით, გარდა იმისა, რომ "ჰანოვერთან" 2:1 მოგების მიუხედავად, "ატლეტიკოს" საპასუხო მატჩში დიდი ბრძოლა ელის.

"ვისენტე კალდერონზე" გამარჯვების გოლი შეცვლაზე შემოსულმა არგენტინელმა ედუარდო სალვიომ გაიტანა. 22 წლის ფორვარდმა თანამემამულე მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს კარგ დროს მოაგებინა - მიმდინარეობდა მატჩის ბოლოსწინა წუთი. მანამდე გოლები კოლუმბიელმა რადამელ ფალკაომ და სენეგალელმა მამე ბირამ დიუფმა გაცვალეს.

აი, "ვალენსიას" რომ არ ულხინს, ბოლო დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა - უნაი ემერის გუნდმა ალკმაარში 1:2 წააგო. ამ წყვილში ყველაფერს საპასუხო მატჩი გამოავლენს - ჰოლანდიელებს ერთბურთიანი უპირატესობა აქვთ, "ღამურების" უპირატესობას კი "მესტალია" ჰქვია.

ტაიმის მიწურულს ჰოლმანმა "ალკმაარი" დააწინაურა, მეორეს დასაწყისში კი თავი ესპანელთა თურქმა ნახევარმცველმა მეჰმეთ თოპალმა გამოიჩინა. მაგრამ 27 წლის მაარტენ მარტენსმა გამარჯვება აზ-ს მოუტანა.

"მეტალისტი" უცნაური გუნდია. რომ იფიქრებ, უშანსოდ არისო, სწორედ მაშინ მოიქნევს კუდს. ასე იყო ლისაბონშიც. "სპორტინგი" რუსი მარატ იზმაილოვისა და არგენტინელი ემილიანო ინსუას გოლებით თითქოსდა უშფოთველად იგებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს გოლი გაუშვა და საპასუხო მატჩიც ძალზე საინტერესო გახადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული