დიეგო სიმეონე: მადრიდის "ატლეტიკომ" სამართლიანი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ "ჰანოვერთან" (2:1) მისი გუნდის გამარჯვება კანონზომიერია.

"ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ მეტოქის კარი ორჯერ აიღო.

"ატლეტიკომ" სამართლიანი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ეს შედეგი გერმანულ გუნდს აძლევს ხელს. "ჰანოვერის" გულშემატკივარი რომ ვყოფილიყავი, ამ შედეგით კმაყოფილი ვიქნებოდი.

გატანილი გოლი მათ საპასუხო თამაშში შანსებს უტოვებს, თან გულშემატკივრების მხარდაჭერაც ექნებათ.

ვწუხვარ, რომ პირველ ტაიმში ანგარიშის გაორმაგება ვერ შევძელით. მეტოქემ კი პირველივე შანსი გამოიყენა.

რა გაეწყობა, ეს ის შედეგია, რომელსაც მივაღწიეთ", - თქვა სიმეონემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული