"ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ მეტოქის კარი ორჯერ აიღო.
"ატლეტიკომ" სამართლიანი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ეს შედეგი გერმანულ გუნდს აძლევს ხელს. "ჰანოვერის" გულშემატკივარი რომ ვყოფილიყავი, ამ შედეგით კმაყოფილი ვიქნებოდი.
გატანილი გოლი მათ საპასუხო თამაშში შანსებს უტოვებს, თან გულშემატკივრების მხარდაჭერაც ექნებათ.
ვწუხვარ, რომ პირველ ტაიმში ანგარიშის გაორმაგება ვერ შევძელით. მეტოქემ კი პირველივე შანსი გამოიყენა.
რა გაეწყობა, ეს ის შედეგია, რომელსაც მივაღწიეთ", - თქვა სიმეონემ.