რაულმა თავისი გუნდის ორი გოლიდან ერთი გაიტანა, შეხვედრა კი ფრედ 2:2 დასრულდა.
"მატჩი, რომელშიც ორი ძლიერი გუნდი მონაწილეობდა, ძალიან საინტერესო გამოდგა. ჩვენც და მეტოქეც მოსაგებად და ნახევარფინალში გასასვლელად ვიბრძოდით.
ჩვენ პირველი თამაშის ბოლო 20 წუთის გამო დავისაჯეთ, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, "ატლეტიკს" შემდეგ ეტაპზე გასვლა უნდა მივულოცოთ.
ბასკურ გუნდს წარმატებებს და ევროპის ლიგის მოგებას ვუსურვებ", - თქვა რაულმა.