უნაი ემერი: მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩები ძალიან რთული იქნება

AutoSharing Option
"ვალენსიის" თავკაცმა უნაი ემერიმ "ალკმაართან" ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო დაპირისპირების შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"ეს შესანიშნავი მატჩი იყო. ძალიან შთამბეჭდავად ვითამაშეთ. დაცვაში მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით.

საერთოდ, პირველ მატჩთან შედარებით მოვუმატეთ. დაცვიდან შეტევაში კარგად გადავდიოდით. "მესტალიაზე" თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდით.

"ატლეტიკოსთან" მატჩები ძალიან რთული იქნება. არც მათ და არც ჩვენ ნახევარფინალში ერთმანეთთან შეხვედრა არ გვსურდა, მაგრამ ასე მოხდა და ვეცდებით, ისინი ევროპის ლიგის ფინალსმიღმა დავტოვოთ.

კარგია, რომ ევროთასების ნახევარფინალებში ხუთი ესპანური გუნდი გავიდა. გასათვალისწინებელია ესპანეთის ნაკრების მიღწევები. ყველაფერი ეს კი ესპანური ფეხბურთის სიძლიერეზე
მეტყველებს.

პრიმერადივიზიონში საქმეები არცთუ კარგად მიგვდის. ეს მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ. ვეცდებით, ყველა ტურნირში ბოლომდე ვიბრძოლოთ. იმედია, შედეგები უფრო სასიკეთო იქნება", - განაცხადა ემერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული