"ბილბაოს" ფანი "შალკესთან" მატჩის შემდეგ მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა

AutoSharing Option
9 აპრილს ბილბაოში გარდაიცვალა ფეხბურთის 28 წლის გულშემატკივარი ინიგო ლისერანზუ, რომელმაც ჭრილობა თავის არეში "ბილბაოსა" და "შალკეს" ევროპის ლიგის საპასუხო მატჩის შემდეგ მომხდარი არეულობებისას მიიღო.

ბასკებმა ნახევარფინალში გასვლა მეტისმეტად ემოციურად აღნიშნეს. რამდენიმე ქუჩაზე პოლიციას მოჩხუბრების გაშველება რეზინის ტყვიების გამოყენებითაც მოუხდა.

ინიგო რამდენიმე დღე აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ მას მერე, რაც დადგინდა, რომ მისი ტვინი უმოქმედო იყო, ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება და ახალგაზრდა აპარატიდან "გამორთეს".

ჯერ კიდევ დაუდგენელია, რამ გამოიწვია ტრავმა. აღძრულია საქმე, თუმცა "ელ პაისს" თუ ვენდობით, ინიგო პოლიციელთა ნასროლი ტყვიისგან
დაიღუპა. თუ ასეა, დიდი სკანდალი გველის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული