ევროპალიგა. 1/2 ფინალი: მასპინძელთა ზეობა გრძელდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, სტუმრები ევროპის ლიგაშიც დამარცხდნენ.

მადრიდის "ატლეტიკომ" "ვალენსია" მიიღო და უხვგოლიან შეხვედრაში საბოლოოდ 4:2 გაიმარჯვა. მასპინძლებმა ანგარიში მე-18 წუთზე, ფალკაოს გოლით გახსნეს, თუმცა ტაიმის მიწურულს სტუმრებმა გათანაბრება ჟონასის გოლით შეძლეს და მატჩის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში კი ჯერ მირანდამ, შემდეგ ადრიან ლოპესმა და ბოლოს ფალკაომ "ატლეტიკოს" უპირატესობა სამბურთიანი გახადეს. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კოშტამ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"სპორტინგისა" და "ბილბაოს" დაპირისპირებაში უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მეორე პირველებმა სტუმრებმა გაიტანეს. თუმცა ბასკთა სიხ
არულმა დიდხანს არ გასტანა - ჯერ ინსუამ, შემდეგ კი კაპელმა თავის გამოჩენა შეძლეს და პორტუგალიელებს ევროპალიგის ფინალში თამაშზე ფიქრის საფუძველი დაუტოვეს.

ევროპალიგა. 1/2 ფინალი. პირველი მატჩები
ატლეტიკო-ვალენსია 4:2
გოლები: 1:0 ფალკაო (18), 1:1 ჟონასი (45), 2:1 მირანდა (49), 3:1 ადრიან ლოპესი, 4:1 ფალკაო (78), 4:2 რ. კოშტა (93)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - არდა თურანი (81. ტიაგო), სუარესი, გაბი, დიეგო (88. პერეა) - ფალკაო, ადრიან ლოპესი (89. სალვიო).
ვალენსია (4-4-2): დიეგო ალვეში - რ. კოშტა, რამი, რუისი, მატიო - ფეგული (72. კანალესი), მ. თოპალი, ტინო კოსტა, ალბა (72. პიატი) - სოლდადო, ჟონასი (80. ადურისი).
გაფრთხილება: თურანი - ფეგული, ალვეში
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14-8 (11-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 24 000

სპორტინგი-ბილბაო 2:1
გოლები: 0:1 აურტენეჩე (54), 1:1 ინსუა (76), 2:1 კაპელი (80)
სპორტინგი (4-5-1): პატრისიო - პერეირა, ჩანდაო, პოლგა, ინსუა - იზმაილოვი, მარტინში (76. რუბიო), კარიკო (68. კარილიო), სხაარსი, კაპელი (84. პერეირინია) - ვან ვოლფსვინკელი.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე, დე მარკოსი - სუსაეტა (84. ი. გომესი), ანდერი (73. სან ხოსე), მუნიაინი - ფ. ლორენტე (87. ტოკერო).
გაფრთხილება: იზმაილოვი, პერეირა - დე მარკოსი, იტურასპე, ლორენტე
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-7 (4-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 29 000
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული